რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2025
გამოწერა
გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
დედაქალაქში 2024 წელს გაიყიდა 40,3 ათასი ბინა.
გასულ წელს ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში (7,9 ათასი), საბურთალოსა (6,4 ათასი) და სამგორში (5,6 ათასი), ყველაზე ნაკლები - ვაშლიჯვარში (765), მთაწმინდასა (676) და ჩუღურეთში (1 ათასზე მეტი).
ამასთან, ბინების ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდის რაიონში დაფიქსირდა - კვადრატულ მეტრზე 2.910 დოლარი, შემდეგ მოდის ვაკე - 2.478 დოლარი და ჩუღურეთი - 1.837 დოლარი კვადრატულ მეტრზე.
ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა ვაშლიჯვარში - კვადრატულ მეტრზე 1.027 დოლარი, გლდანში - 1.038 და დიდ დიღომში - 1.042 დოლარი .
გასულ წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,1 მლნ დოლარის ღირებულების ბინა.
G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. გარდა ამისა, შეინიშნება ბიუჯეტური კლასის ბინების (<$1,000 მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ყველა ახალი ამბავი
0