https://sputnik-georgia.com/20250223/prezidentis-administracia-tv-pirvels-sicruis-gavrcelebashi-adanashaulebs-292224280.html
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპოზიციურ ტელეარხს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპოზიციურ ტელეარხს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა გიორგი პაპაშვილმა საპატიმრო პრეზიდენტის... 23.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-23T22:00+0400
2025-02-23T22:00+0400
2025-02-23T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/97/248489741_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_220fed1a713fbf7eb9d6da4c17b93fa8.jpg
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი პაპაშვილი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს არ შეუწყალებია, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა გიორგი პაპაშვილმა საპატიმრო პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა.გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს და ბაირამ ალი გუსეინოვს, მათ სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.გამოძიების ცნობით, თამაზ მთივლიშვილი 18 თებერვალს, ორთაჭალაში, საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე მოკლეს - მთივლიშვილი იუბილეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი ახალგაზრდები მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ. ბრალდების მხარის ინფორმაციით, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.მოკლული მთივლიშვილი მომხდარიდან ორი დღის შემდეგ გიორგი პაპაშვილის სახლში მკვლელობაში ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა.საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, პაპაშვილმა მთივლიშვილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთით მიაყენა.ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდებულები ჩხუბის ფაქტს შეესწრნენ, თუმცა, სამართალდამცველებისთვის მომხდარის შესახებ არ შეუტყობინებიათ.რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებულს, მათ შორის, ძებნაში მყოფ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/97/248489741_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_0ecec79dac8df001af8a1f6f587eb938.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპოზიციურ ტელეარხს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა გიორგი პაპაშვილმა საპატიმრო პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა.
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი პაპაშვილი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს არ შეუწყალებია, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა გიორგი პაპაშვილმა საპატიმრო პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა.
„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს და ბაირამ ალი გუსეინოვს, მათ სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიების ცნობით, თამაზ მთივლიშვილი 18 თებერვალს, ორთაჭალაში, საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე მოკლეს - მთივლიშვილი იუბილეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი ახალგაზრდები მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ. ბრალდების მხარის ინფორმაციით, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
მოკლული მთივლიშვილი მომხდარიდან ორი დღის შემდეგ გიორგი პაპაშვილის სახლში მკვლელობაში ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა.
საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, პაპაშვილმა მთივლიშვილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთით მიაყენა.
„ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მოკლულია განსაკუთრებული სისასტიკით. შესაბამისად, ერთ-ერთ ძებნილ ბრალდებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა“, - განაცხადა პროკურორმა.
ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდებულები ჩხუბის ფაქტს შეესწრნენ, თუმცა, სამართალდამცველებისთვის მომხდარის შესახებ არ შეუტყობინებიათ.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებულს, მათ შორის, ძებნაში მყოფ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.