https://sputnik-georgia.com/20250223/mtavrobis-warmomadgenlebma-pativi-miages-iunkerta-xsovnas-292221721.html
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
Sputnik საქართველო
საქართველოში 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება. 23.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-23T17:00+0400
2025-02-23T17:00+0400
2025-02-23T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260414301_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_dae029d4048eb11fc9c4744446a3dada.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პატივი მიაგო 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა გვირგვინით შეამკეს 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი.საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება.1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260414301_271:240:2084:1600_1920x0_80_0_0_3735c00e68df788592f02c873768864a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოში 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პატივი მიაგო 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა გვირგვინით შეამკეს 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი.
საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.