https://sputnik-georgia.com/20250223/kobaxidze-qartul-politikashi-bevri-mogalatea-292221910.html
ქართულ პოლიტიკაში ბევრი მოღალატეა: პრემიერი „სამშობლოს ღალატის" შესახებ მუხლზე
ქართულ პოლიტიკაში ბევრი მოღალატეა: პრემიერი „სამშობლოს ღალატის" შესახებ მუხლზე
Sputnik საქართველო
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი 2007 წლის აპრილამდე არსებობდა. 23.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-23T15:00+0400
2025-02-23T15:00+0400
2025-02-23T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594298_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88f64b58d61173530072230847b0e55e.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში, რომელთაც უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - სსკ-ში „სამშობლო ღალატის“ მცნება დაბრუნება 2007 წლამდე არსებული რედაქციით და მხოლოდ მუხლის სათაური შეიცვლება.როგორც კობახიძემ განაცხადა, „სამშობლოს ღალატის" მუხლი ხელისუფლებაში მყოფმა ყოფილმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სისხლის სამართლის კოდექსიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი თვის წინ ამოიღო.2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი არსებობდა. საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა. სახელმწიფო ღალატისთვის ცალკე სასჯელი არ არსებობდა.სასჯელის ვადა განისაზღვრებოდა სსკ-ის კონკრეტული მუხლით, განაჩენის გამოტანისას კი მუხლი უბრალოდ ემატებოდა ბრალდებების ჩამონათვალს.ახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლის ამოღების მიზეზად დასახელდა ის, რომ მუხლი წარმოადგენს დეკლარატიულ ნორმას და არანაირ იურიდიულ ძალას არ ატარებს და ასევე ის, რომ მსგავსი მუხლი არ არსებობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო კანონმდებლობაში.დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგსაქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, არაკონსტიტუციური შეთანხმებების დადება ან არაკონსტიტუციური მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების ხელყოფა, უცხოურ სადაზვერვო სამსახურში შესვლა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა.მსგავსი დანაშაულების ჩამონათვალში შედის: სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, ჯაშუშობა, შეთქმულება ან აჯანყება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მიზნით, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონო ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები და საბოტაჟი.ჩამონათვალშია ასევე უცხო სახელმწიფოს, უცხოური ორგანიზაციის ან უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის დახმარება მტრულ საქმიანობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის პროცედურის დარღვევაში.გარდა ამისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად ასევე აღიქმება საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ან მსგავსი ქმედებების სხვა სახის მატერიალური მხარდაჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594298_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_ae8913aea1f3697b247dee0448ddeddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ქართულ პოლიტიკაში ბევრი მოღალატეა: პრემიერი „სამშობლოს ღალატის" შესახებ მუხლზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი 2007 წლის აპრილამდე არსებობდა.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში, რომელთაც უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - სსკ-ში „სამშობლო ღალატის“ მცნება დაბრუნება 2007 წლამდე არსებული რედაქციით და მხოლოდ მუხლის სათაური შეიცვლება.
როგორც კობახიძემ განაცხადა, „სამშობლოს ღალატის" მუხლი ხელისუფლებაში მყოფმა ყოფილმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სისხლის სამართლის კოდექსიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი თვის წინ ამოიღო.
„აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას უკავშირდება", - განაცხადა კობახიძემ.
2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი არსებობდა. საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა. სახელმწიფო ღალატისთვის ცალკე სასჯელი არ არსებობდა.
სასჯელის ვადა განისაზღვრებოდა სსკ-ის კონკრეტული მუხლით, განაჩენის გამოტანისას კი მუხლი უბრალოდ ემატებოდა ბრალდებების ჩამონათვალს.
ახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლის ამოღების მიზეზად დასახელდა ის, რომ მუხლი წარმოადგენს დეკლარატიულ ნორმას და არანაირ იურიდიულ ძალას არ ატარებს და ასევე ის, რომ მსგავსი მუხლი არ არსებობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო კანონმდებლობაში.
დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგ
საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, არაკონსტიტუციური შეთანხმებების დადება ან არაკონსტიტუციური მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების ხელყოფა, უცხოურ სადაზვერვო სამსახურში შესვლა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა.
მსგავსი დანაშაულების ჩამონათვალში შედის: სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, ჯაშუშობა, შეთქმულება ან აჯანყება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მიზნით, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონო ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები და საბოტაჟი.
ჩამონათვალშია ასევე უცხო სახელმწიფოს, უცხოური ორგანიზაციის ან უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის დახმარება მტრულ საქმიანობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის პროცედურის დარღვევაში.
გარდა ამისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად ასევე აღიქმება საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ან მსგავსი ქმედებების სხვა სახის მატერიალური მხარდაჭერა.