ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება: სინოპტიკოსების პროგნოზი

© Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Areaთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2025
გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 25 თებერვლამდე გაგრძელდება.
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. 23 თებერვლიდან სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებასა და ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ.
ხვალიდან დასავლეთ საქართველოში კვლავ შემოსვლას იწყებს ცივი და ნოტიო მასის ახალი ნაკადი, რომელიც ამინდის გაუარესებას გამოიწვევს.
„დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ისევ თოვლს ველოდებით. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, სადაც ქარის სიჩქარემ შესაძლოა დროგამოშვებით წამში 30 მეტრსაც მიაღწიოს“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი. დედაქალაქში მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 1 გრადუსს მიაღწევს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 1-6 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემბერატურა მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა.
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება - ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ყველა ახალი ამბავი
0