https://sputnik-georgia.com/20250222/tovlma-problemebi-sheqmna-292215048.html
უხვმა თოვლმა საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა
უხვმა თოვლმა საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნულოი სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება 22.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-22T12:13+0400
2025-02-22T12:13+0400
2025-02-22T12:13+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ამინდი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/15/292202974_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_71c20ad7438952d613b2cfd06dc5a8f2.jpg
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. უამინდობამ და ინტენსიურმა თოვამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.მაღალმთიან აჭარაში თოვლმა პრობლემები შექმნა როგორც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ – ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი.მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა ქობულეთში. ამ დროისთვის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის და გრძელდება თოვლის საფარისგან შიდა სასოფლო გზების წმენდის სამუშაოები.ქედის მუნიციპალიტეტში ასევე აღდგენილია, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ისე შიდა საავტომობილო გზებზე მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება სოფელ ნამონასტრევის და წონიარისის მიმართულებით.აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს გადააადგილდნენ გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ზამთრის სეზონის საბურავებით, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში - მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. ყველა სოფელში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.ამ ეტაპისთვის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეზღუდულია წყალმომარაგება. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.გარემოს ეროვნულოი სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება - ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/15/292202974_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_1ca202cd75fb18518190870d1f62c192.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ამინდი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ამინდი საქართველოში, ახალი ამბები
უხვმა თოვლმა საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა
გარემოს ეროვნულოი სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. უამინდობამ და ინტენსიურმა თოვამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
მაღალმთიან აჭარაში თოვლმა პრობლემები შექმნა როგორც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ – ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი.
მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა ქობულეთში. ამ დროისთვის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის და გრძელდება თოვლის საფარისგან შიდა სასოფლო გზების წმენდის სამუშაოები.
ქედის მუნიციპალიტეტში ასევე აღდგენილია, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ისე შიდა საავტომობილო გზებზე მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება სოფელ ნამონასტრევის და წონიარისის მიმართულებით.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს გადააადგილდნენ გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ზამთრის სეზონის საბურავებით, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში - მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. ყველა სოფელში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეზღუდულია წყალმომარაგება. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.
გარემოს ეროვნულოი სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება - ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.