თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდები ჩამოდიან: როდის გაიმართება ამხანაგური მატჩი

© photo: Sputnik / Aleksander Vilfფეხბურთის ბურთი
ფეხბურთის ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2025
გამოწერა
მატჩზე დასასწრები ბილეთები მარტის მეორე ნახევრიდან გაიყიდება.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თბილისში 16 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები (GEO 11) საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება
„საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება. Sports Orient-ის ორგანიზებით, თბილისს ლეგენდარული „ბარსელონა“ ესტუმრება. მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება“, - ნათქვამია Sports Orient-ის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.
10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
გუნდების შემადგენლობები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა კი მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
მატჩის ორგანიზატორი კომპანია Sports Orient, ხოლო გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანია Betsson-ია.
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.
Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.
ყველა ახალი ამბავი
0