https://sputnik-georgia.com/20250222/tbilissa-da-atiraus-pirdapiri-reisebi-daakavshirebs-292213295.html
თბილისსა და ატირაუს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
თბილისსა და ატირაუს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის ავიაგადაზიდვებს Air Astana, FlyArystan და SCAT ახორციელებს 22.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-22T17:00+0400
2025-02-22T17:00+0400
2025-02-22T17:00+0400
საქართველო
ყაზახეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24602/43/246024338_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_01c7a48e79cf991a8fc63e0d6c324cc3.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 2025 წლის 27 მაისიდან ატირაუდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ფრენებს კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, პარასკევს და კვირას - Airbus-ის თვითმფრინავი შეასრულებს - ფრენის ხანგრძლივობა 1 საათი და 50 წუთი იქნება.ამჟამად საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის ავიაგადაზიდვებს Air Astana, FlyArystan და SCAT ახორციელებს.2024 წლის ოქტომბერში საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა საჰაერო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ქართულ ავიაკომპანიებს ყაზახეთის 12 ქალაქში ფრენის საშუალებას მისცემს.როგორც ადრე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა განაცხადა, მიღწეული შეთანხმება გააუმჯობესებს ქართული ავიახაზების წვდომას ყაზახეთის საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიაგადაზიდვების შემდგომ ზრდას.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24602/43/246024338_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_a127106089aaefe4ce1b022919768cb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები
თბილისსა და ატირაუს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
ამჟამად საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის ავიაგადაზიდვებს Air Astana, FlyArystan და SCAT ახორციელებს
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 2025 წლის 27 მაისიდან ატირაუდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფრენებს კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, პარასკევს და კვირას - Airbus-ის თვითმფრინავი შეასრულებს - ფრენის ხანგრძლივობა 1 საათი და 50 წუთი იქნება.
ახალი მარშრუტის ამოქმედებით თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 15-მდე გაიზრდება. რეისები შესრულდება ყაზახეთის სამი ქალაქიდან: ალმათი, ასტანა და ატირაუ. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთ წლამდე ვადით შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი ყაზახეთში კვიზა არ სჭირდებათ.
ამჟამად საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის ავიაგადაზიდვებს Air Astana, FlyArystan და SCAT ახორციელებს.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა საჰაერო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ქართულ ავიაკომპანიებს ყაზახეთის 12 ქალაქში ფრენის საშუალებას მისცემს.
როგორც ადრე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა განაცხადა, მიღწეული შეთანხმება გააუმჯობესებს ქართული ავიახაზების წვდომას ყაზახეთის საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიაგადაზიდვების შემდგომ ზრდას.