https://sputnik-georgia.com/20250222/saqartveloshi-otxi-aviakompania-shemodis-292216673.html
საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის
საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს. 22.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-22T21:00+0400
2025-02-22T21:00+0400
2025-02-22T21:00+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_0:0:3167:1782_1920x0_80_0_0_dabdce1fe472af5561ea8aa6dac15f94.jpg
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. საქართველოში მარტის ბოლოდან პირდაპირ ფრენებს ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.უწყების ცნობით, ორი ბრიტანული ავიაკომპანია მარტიდან, ხოლო ფრანგული და შვეიცარიული კომპანიები აპრილიდან დაიწყებენ ოპერირებას.როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ავიაბაზარზე ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების საშუალებით ტურისტების შემოსვლას საქართველოში, რაც შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიარეისებს შეარულებს:2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_1fc1f9346b01f75e4db34b120c0d06c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის
ამ დროისთვის საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს.
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. საქართველოში მარტის ბოლოდან პირდაპირ ფრენებს ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორი ბრიტანული ავიაკომპანია მარტიდან, ხოლო ფრანგული და შვეიცარიული კომპანიები აპრილიდან დაიწყებენ ოპერირებას.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ავიაბაზარზე ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების საშუალებით ტურისტების შემოსვლას საქართველოში, რაც შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.
„ჩვენ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვგეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის იმდენად, რამდენადაც პირდაპირ ფრენებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიარეისებს შეარულებს:
30 მარტიდან გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways ლონდონი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს;
31 მარტიდან ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით - ლონდონი, ჟენევა, მილანი შეასრულებს რეისებს;
12 აპრილიდან ფრანგული Transavia France – პარიზი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს;
12 აპრილიდან lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.