რა ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერეს საქართველოს მოქალაქეებს?

© photo: Sputnik / Stringerშემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2025
გამოწერა
დავალიანების ჩამოწერა მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ასევე პირადი მიმართვის საფუძველზე.
თბილისი 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 66.183 ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს, 424,7 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება 2024 წლის აპრილში გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, საუბარია 145 ათასი ფიზიკური პირის 590 მილიონი ლარის ოდენობით დავალიანებაზე.
უწყების ინფორმაციით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (62.593 ფიზიკურ პირზე 287,2 მლნ ლარი), ასევე პირადი მიმართვის საფუძველზე (3.590 ფიზიკურ პირზე 152,2 მლნ ლარი).
დავალიანების ჩამოწერის შემდგომ ფიზიკური პირის მიმართ გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა.შ. ავტომატურად გაუქმდება.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა.
ყველა ახალი ამბავი
0