https://sputnik-georgia.com/20250222/polonetshi-qartveli-mokles-292217421.html
პოლონეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს
პოლონეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს
Sputnik საქართველო
დაპირისპირება ვარშავის ცენტრში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ქართულ რესტორანთან მოხდა 22.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-22T17:54+0400
2025-02-22T17:54+0400
2025-02-22T17:53+0400
საქართველო
პოლონეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:78:2640:1563_1920x0_80_0_0_3ee049f8b81c135464aa0007795565d5.jpg
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მომხდარ დაპირისპირებას 31 წლის ქართველი მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.ვარშავის პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე.ადგილობრივი მედიის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება ვარშავის ცენტრში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ქართულ რესტორანთან მოხდა - ჩხუბი რესტორანში დაიწყო და შემდეგ გარე პერიმეტრზე გაგრძელდა.თვითმხილველების თქმით, დაპირისპირების დროს გამოიყენეს ცივი იარაღი, რა დროსაც დაიჭრა 3 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის გამო ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:34:2641:2014_1920x0_80_0_0_79c0a7533d44d58fcba492ca7cdc9721.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლონეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, პოლონეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
პოლონეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს
დაპირისპირება ვარშავის ცენტრში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ქართულ რესტორანთან მოხდა
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მომხდარ დაპირისპირებას 31 წლის ქართველი მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
ვარშავის პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება ვარშავის ცენტრში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ქართულ რესტორანთან მოხდა - ჩხუბი რესტორანში დაიწყო და შემდეგ გარე პერიმეტრზე გაგრძელდა.
თვითმხილველების თქმით, დაპირისპირების დროს გამოიყენეს ცივი იარაღი, რა დროსაც დაიჭრა 3 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის გამო ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.