„ქართულმა ოცნებამ“ დონალდ ტრამპი დაიცვა

© AFP 2024 / ANDREW KELLYდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2025
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის კრიტიკის გამო აშშ-ის პრეზიდენტი ქართული ოპოზიციის „პრორუსული" ძალების სიაში მოხვდა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. შინაარსისგან დაცლილი მსჯელობა და პირადი შეურაცხყოფა არის ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების ხელმოწერა, რომლებიც ახლა „პრორუსულობაში" ადანაშაულებენ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ აშშ-ის პრეზიდენ დონალდ ტრამპს, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ქართული ოპოზიციის გარკვეული ნაწილის კრიტიკის ობიექტი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მისი ბოლო განცხადებების გამო გახდა. ტრამპის თქმით, იგი „რუსეთთან წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასრულების შესახებ" და დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე ზელენსკი „ვერასდროს შეძლებს" მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას მოსკოვთან. ქართულმა ოპოზიციამ ტრამპის ქმედებებსა და განცხადებებს საგანგაშო უწოდა.
„ჩვენ თუ ვიყავით „პრორუსულები“ აღმოჩნდა, რომ თურმე ტრამპიც „პრორუსული“ ყოფილა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს იმიტომ, რომ შინაარსისგან დაცლილი, გაანალიზებისგან დაცლილი მსჯელობები მათი ხელწერაა, პირადი შეურაცხყოფებიც მათი ხელწერაა და არც ახალია მათი მხრიდან“, - განაცხადა ლაშხმა.
ბოლო დღეებში გამართულ პრეკონფერენციაზე ტრამპმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინამ ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გამოიყენა შესაძლებლობა რუსეთთან მოლაპარაკებებისა და ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორიის შენარჩუნებისთვის, ახლა კი უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე გაიმართა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ უნახავს გამჭვირვალე ანგარიში იმის თაობაზე, თუ სად მიდის ვაშინგტონის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯული „ასობით მილიარდი" დოლარი.
18 თებერვალს, სამშაბათს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების პირველ რაუნდი გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნან პირობები რუსეთსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის სრულად აღდგენისთვის, ასევე უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს ძალისხმევის გაერთიანება გეოპოლიტიკურ სფეროებსა და ეკონომიკურ საკითხებში.
კერძოდ, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, აღმოფხვრან ხელოვნური შეზღუდვები საელჩოებისა და სხვა უცხოური ინსტიტუტების მუშაობაზე და შექმნან მაღალი დონის სამუშაო ჯგუფები უკრაინის კრიზისის სწრაფად მოგვარებისთვის. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-მა მოსკოვის პოზიციის უკეთ გააზრება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0