https://sputnik-georgia.com/20250221/papuashvili-gilocavt-pirveli-konstituciis-dges-292205760.html
პაპუაშვილი: გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს!
პაპუაშვილი: გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს!
Sputnik საქართველო
1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. 21.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-21T18:45+0400
2025-02-21T18:45+0400
2025-02-21T18:45+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24177/35/241773515_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_e5b2e11895f51ac709226f8e753b05d2.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 104-ე წლისთავს ულოცავს.1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა.კონსტიტუციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმდროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24177/35/241773515_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_6c2b75b50953ca8fd6b3d8014a89e028.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს!
1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 104-ე წლისთავს ულოცავს.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.
„1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. მისი მიღება საქართველოს გასაბჭოებამდე სამი დღით ადრე მოესწრო და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა. ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა.
კონსტიტუციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმდროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული.