https://sputnik-georgia.com/20250221/kalatburtis-nakrebma-dania-daamarcxa-292211096.html
„ევრობასკეტი 2025" - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს
„ევრობასკეტი 2025" - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს. 21.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-21T23:18+0400
2025-02-21T23:18+0400
2025-02-21T23:17+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/16/291043874_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_54dd627a1cbe3fa6688a38e23e608ff6.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „ევრობასკეტი 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომლის ანგარიშზეცაა 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება. დანიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი კი ლარსენი იყო – 14 ქულა.საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით ოფიციალურად მოიპოვა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური - ევრობასკეტზე საქართველო ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთი ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართება, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი „ევრობასკეტის" საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/16/291043874_82:0:1359:958_1920x0_80_0_0_661d1cfdfb87b50333741c83beea7dbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ევრობასკეტი 2025" - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „ევრობასკეტი 2025"-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში დანიის ნაკრები ანგარიშით 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომლის ანგარიშზეცაა 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება. დანიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი კი ლარსენი იყო – 14 ქულა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით ოფიციალურად მოიპოვა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური - ევრობასკეტზე საქართველო ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთი ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართება, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი „ევრობასკეტის" საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.