თბილისის ცენტრალურ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2025
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ვაკისა და მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, 21 თებერვალს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, სოფ. თხინვალა, კეჭაყმაძის ქ. II ჩიხში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 21 თებერვალის 12:00-18:00 საათამდე პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ლეო კვაჭაძის I შესახვევს, ლეო კვაჭაძის I გასახვევს, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩას - გასასვლელებით, ჩიხებით ,შესახვევებით. ჯანბა კურორბელიანის ქუჩას, ვირსალაძის ქუჩას, თხინვალის ქუჩა ჩიხებით, გასასვლელებით და შესახვევებით.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასაც. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ნ. ბაშალეიშვილის N25-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ. დაგეგმილი სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: ბაშალეიშვილის ქუჩას ჩიხებით, ალეკო შენგელიას, ალეკო შენგელიას I შესახვევს, ვალერი გუნიას ქუჩას ვალერი გუნიას, ბელინსკის 18-44 (ლუწებს), 23-41 (კენტებს), გოგებაშვილის I გასასვლელს, გოგებაშვილის I შესახვევს, ივანე კერესელიძის N 24-46 (ლუწებს), N23-35 (კენტებს), კოტე მაყაშვილის N 26-32 (ლუწებს), N 31-35 (კენტებს).
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0