https://sputnik-georgia.com/20250221/didtovlobam-calkeul-regionebshi-probloemebi-sheqmna-292202620.html
დიდთოვლობამ აღმოსავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
დიდთოვლობამ აღმოსავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მეორე დღეა თოვს 21.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-21T12:33+0400
2025-02-21T12:33+0400
2025-02-21T12:33+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274938662_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_05aae0456b0a7fbd59ed6edfaebee578.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. უამინდობამ და ინტენსიურმა თოვამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ონის მუნიციპალიტეტში თოვლმა პრობლემები შექმნა როგორც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ – ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი.მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის ონში გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები, ასევე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა სოფელ უწერაში, გლოლაში, ღებსა და ჭიორაში. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა კახეთშიც. თელავის მოსახლეობის ნაწილს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგიართული ხილვადობის, თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ამ მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა თელავის ცენტრალური გზები, თუმცა უამინდობის გამო ამ დრომდე შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. ადგილობრივ ხელისუფლების განცხადებით, მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური, ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გზების და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274938662_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_d97e384cab05f38e3645ec8832a75988.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ამინდი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საზოგადოება
დიდთოვლობამ აღმოსავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მეორე დღეა თოვს
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. უამინდობამ და ინტენსიურმა თოვამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ონის მუნიციპალიტეტში თოვლმა პრობლემები შექმნა როგორც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ – ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის ონში გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები, ასევე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა სოფელ უწერაში, გლოლაში, ღებსა და ჭიორაში.
ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა კახეთშიც. თელავის მოსახლეობის ნაწილს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია
რთული ხილვადობის, თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ამ მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.
მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა თელავის ცენტრალური გზები, თუმცა უამინდობის გამო ამ დრომდე შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.
ადგილობრივ ხელისუფლების განცხადებით, მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური, ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გზების და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი.