https://sputnik-georgia.com/20250220/wulukiani-saqartvelos-ar-unda-hqondes-raime-roli-ukrainis-sakitxis-gadawyvetashi-292195892.html
წულუკიანი: საქართველოს არ უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში
წულუკიანი: საქართველოს არ უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში
Sputnik საქართველო
ვოცე-სპიკერის თქმით, ნათელია, რომ უკრაინის საკითხი უკრაინის ხელისუფლების აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყდება 20.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-20T19:49+0400
2025-02-20T19:49+0400
2025-02-20T19:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უკრაინა
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546069_0:145:2048:1297_1920x0_80_0_0_b1b758eed02f4801a881640795aafa87.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში, ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მათი მთავარი პრიორიტეტია, ოპოზიციას და რიგ საერთაშორისო პოლიტიკოსებს კი სურთ „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს.რაც შეეხება უკრაინის საკითხს და ძალთა გადანაწილებას, უკვე ნათელია და დიდი ხანია ცხადია, რომ უკრაინის საკითხი უკრაინის ხელისუფლების აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყდება, რაც წულუკიანის თქმით, არის ტრაგიკული უკრაინელი ხალხისთვის.„დიდი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დიდი გადალაგების პროცესში ის ჩვენი პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, რომელმაც დღემდე მძიმედ, მაგრამ მშვიდობიანად მოგვიყვანა“, - აღნიშნა წულუკიანმა.საქართველო-უკრაინის ურთიერთობები2020 წელს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, საქართველო-უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ მეტად გაუარესდა.მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია - 2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უბრძანა 48 საათის განმავლობაში. ამის მიზეზად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა დასახელდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს; ასევე ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.2024 წლის დეკემბერში უკრაინამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" 19 წევრის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამის ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546069_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_6b2e0ad0005d763325ffede377ecabe5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ქართული ოცნება , ახალი ამბები
წულუკიანი: საქართველოს არ უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში
ვოცე-სპიკერის თქმით, ნათელია, რომ უკრაინის საკითხი უკრაინის ხელისუფლების აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყდება
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში, ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მათი მთავარი პრიორიტეტია, ოპოზიციას და რიგ საერთაშორისო პოლიტიკოსებს კი სურთ „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს.
„საქართველოს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს, ვზრუნავთ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე", - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
რაც შეეხება უკრაინის საკითხს და ძალთა გადანაწილებას, უკვე ნათელია და დიდი ხანია ცხადია, რომ უკრაინის საკითხი უკრაინის ხელისუფლების აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყდება, რაც წულუკიანის თქმით, არის ტრაგიკული უკრაინელი ხალხისთვის.
„დიდი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დიდი გადალაგების პროცესში ის ჩვენი პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, რომელმაც დღემდე მძიმედ, მაგრამ მშვიდობიანად მოგვიყვანა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, საქართველო-უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ მეტად გაუარესდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია - 2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უბრძანა 48 საათის განმავლობაში. ამის მიზეზად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა დასახელდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს; ასევე ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.
2024 წლის დეკემბერში უკრაინამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" 19 წევრის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამის ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.