https://sputnik-georgia.com/20250220/topuriam-ufc-qvemsubuqi-wona-datova-292190395.html
ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონა დატოვა და ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა
ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონა დატოვა და ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა
Sputnik საქართველო
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. 20.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-20T17:43+0400
2025-02-20T17:43+0400
2025-02-20T17:43+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286966912_552:239:1953:1027_1920x0_80_0_0_6633b9506bfc1305907f5dad6322d1a4.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა გაავრცელა. შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ გასული წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ერთმანეთს ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დივიზიონის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი დიეგო ლოპეზი დაუპირისპირდებიან. ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. ილია თოფურიასთვის შერეულ ორთაბრძოლებში ეს ზედიზედ მე-16 გამარჯვება იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია. გასულის წლის მარტში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286966912_590:227:1911:1218_1920x0_80_0_0_2874f003a11731043a4d0b7ea3792e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონა დატოვა და ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადა
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა გაავრცელა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ გასული წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
„თოფურია გრძნობს, რომ მან ყველაფერი გააკეთა ამ დივიზიაში. მან დატოვა მისი მემკვიდრეობა. მის სხეულს აღარ შეუძლია წონის კლება, ამიტომ თოფურია მსუბუქ წონაში გადაინაცვლებს, მისი ტიტული კი ვაკანტური გახდება", - განაცხადა უაითმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ერთმანეთს ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დივიზიონის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი დიეგო ლოპეზი დაუპირისპირდებიან.
ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. ილია თოფურიასთვის შერეულ ორთაბრძოლებში ეს ზედიზედ მე-16 გამარჯვება იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
გასულის წლის მარტში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს.