https://sputnik-georgia.com/20250220/saqartvelo-energetikuli-gaertianebis-tavmjdomare-qvekana-iqneba-292191309.html
საქართველო ერთი წლით ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება
საქართველო ერთი წლით ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება
Sputnik საქართველო
საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა. 20.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-20T13:00+0400
2025-02-20T13:00+0400
2025-02-20T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
ავსტრია
ახალი ამბები
ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249620345_0:109:3253:1939_1920x0_80_0_0_2c9713901b18b8938faec512003a3bd0.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, აღნიშნული ფუნქცია საქართველოს გასულ წელს როტაციით ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადაეცა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა და,, რეგლამენტის შესაბამისად, 2025 წელს პირველად არის ორგანიზაციის თავმჯდომარე.ენერგეტიკული გაერთიანება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად. საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში.ენერგეტიკულ გაერთიანებას ჰყავს ხელშეკრულების მონაწილე ცხრა მხარე – საქართველო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა. არველაძემ აქცენტი იმ მიმართულებებზე გააკეთა, რომელთაც საქართველოს თავმჯდომარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მათ შორისაა ენერგოეფექტურობა, ენერგოუსაფრთხოება და საკანონმდებლო ბაზის დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკულ რეგულაციებთან. „ჩვენი ერთგულება ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზების, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართ ურყევი რჩება. 2024 წელს ჩვენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით - ავამოქმედეთ დღით ადრე და დღიური ბაზრები, რაც ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარზე უმტკივნეულოდ გადასვლის საფუძველს ქმნის“, - აღნიშნა არველაძემ.მან გაერთიანების წევრებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაკეთდა. საზეიმო მიღების მონაწილეებს მიესალმა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ენერგეტიკის სექტორში და აღნიშნა ქვეყნის ლიდერი პოზიცია გაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის ენერგეტიკული რეფორმების გატარების კუთხით. ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.
საქართველო
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249620345_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_824a8f6352ff85b5ee8a95b5a16be991.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ავსტრია, ახალი ამბები, ენერგეტიკა
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ავსტრია, ახალი ამბები, ენერგეტიკა
საქართველო ერთი წლით ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება
საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, აღნიშნული ფუნქცია საქართველოს გასულ წელს როტაციით ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადაეცა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა და,, რეგლამენტის შესაბამისად, 2025 წელს პირველად არის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ენერგეტიკული გაერთიანება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად.
საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში.
ენერგეტიკულ გაერთიანებას ჰყავს ხელშეკრულების მონაწილე ცხრა მხარე – საქართველო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა.
„ეს არა მხოლოდ პასუხისმგებლობაა, არამედ შესაძლებლობა, წავახალისოთ რეგიონული თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და წინ წავწიოთ მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ვენაში გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყით გამოსვლისას.
არველაძემ აქცენტი იმ მიმართულებებზე გააკეთა, რომელთაც საქართველოს თავმჯდომარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მათ შორისაა ენერგოეფექტურობა, ენერგოუსაფრთხოება და საკანონმდებლო ბაზის დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკულ რეგულაციებთან.
„ჩვენი ერთგულება ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზების, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართ ურყევი რჩება. 2024 წელს ჩვენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით - ავამოქმედეთ დღით ადრე და დღიური ბაზრები, რაც ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარზე უმტკივნეულოდ გადასვლის საფუძველს ქმნის“, - აღნიშნა არველაძემ.
მან გაერთიანების წევრებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაკეთდა.
„პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის ევროპის ენერგოსისტემასთან ინტეგრაციის პროცესში, მისი განხორციელების კუთხით მუშაობა მონაწილე ქვეყნების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს“, -აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საზეიმო მიღების მონაწილეებს მიესალმა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ენერგეტიკის სექტორში და აღნიშნა ქვეყნის ლიდერი პოზიცია გაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის ენერგეტიკული რეფორმების გატარების კუთხით.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.