https://sputnik-georgia.com/20250220/samxedroebma-zlierta-tamashebshi-asparezoba-daasrules-292191436.html
ქართველმა სამხედროებმა „ძლიერთა თამაშებში" ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს
ქართველმა სამხედროებმა „ძლიერთა თამაშებში" ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს
Sputnik საქართველო
სამხედრო პარასპორტსმენები სამშობლოში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ. 20.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-20T14:39+0400
2025-02-20T14:39+0400
2025-02-20T14:39+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/34/237513481_24:0:1478:818_1920x0_80_0_0_4296d63140f5a07b0b00de67ec69d444.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა კანადაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) ასპარეზობა წარმატებით დაასრულა, ნაქთქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინც ჰარის პატრონაჟით 2014 წლიდან იმართება. უწყების ცნობით, კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ. სამხედრო პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი დახვდნენ. მათ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს. წელს „ძლიერთა თამაშებს“ კანადის ქალაქებმა ვანკუვერმა და ვისტლერმა უმასპინძლეს. საერთაშორისო პარასპორტული შეჯიბრის ისტორიაში წელს ერთდროულად პირველად ჩატარდა ზამთრისა და ზაფხულის ტურნირები. საერთაშორისო თამაშებმა სტარტი 8 თებერვალს აიღო და 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მისი დაარსების პირველივე წლიდან წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უმაღლესი სინჯის მედლები. თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სამხედროების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის მიზნით კანადაში პარასპორტსმენებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23751/34/237513481_205:0:1296:818_1920x0_80_0_0_5bea00891e71831c81d25c6347976bd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველმა სამხედროებმა „ძლიერთა თამაშებში" ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს
სამხედრო პარასპორტსმენები სამშობლოში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა კანადაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) ასპარეზობა წარმატებით დაასრულა, ნაქთქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინც ჰარის პატრონაჟით 2014 წლიდან იმართება.
უწყების ცნობით, კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ.
კერძოდ, კაპრალმა თემურ დადიანმა ოქროს მედალი ქალაქ ვისტლერში თხილამურებით სპრინტში ასპარეზობისას მოიპოვა, კაპრალმა ალიკა გითოლენდიამ ვანკუვერში გამართულ ნიჩბოსნობაში ტრენაჟორით 1-წუთიან შეჯიბრში ოქროს მედალი, 4-წუთიანში კი - ვერცხლის მედალი აიღო.
სამხედრო პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი დახვდნენ. მათ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს.
წელს „ძლიერთა თამაშებს“ კანადის ქალაქებმა ვანკუვერმა და ვისტლერმა უმასპინძლეს. საერთაშორისო პარასპორტული შეჯიბრის ისტორიაში წელს ერთდროულად პირველად ჩატარდა ზამთრისა და ზაფხულის ტურნირები. საერთაშორისო თამაშებმა სტარტი 8 თებერვალს აიღო და 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მისი დაარსების პირველივე წლიდან წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უმაღლესი სინჯის მედლები.
თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სამხედროების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის მიზნით კანადაში პარასპორტსმენებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.