https://sputnik-georgia.com/20250220/ruset-ukrainis-konfliqti-292191654.html
მოსაზრება: „კონსტანტინოპოლის ტომრის“ ლიკვიდაცია და სხვა ცხელი წერტილები
მოსაზრება: „კონსტანტინოპოლის ტომრის“ ლიკვიდაცია და სხვა ცხელი წერტილები
Sputnik საქართველო
დასავლეთმა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებსა და უსაფრთხოების გარანტიებში რუსეთი არაერთხელ მოატყუა. ამიტომ, უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიანი... 20.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-20T12:19+0400
2025-02-20T12:19+0400
2025-02-20T12:20+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266115099_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_4e41df758ae3a19309a5363401099fe4.jpg
დასავლეთმა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებსა და უსაფრთხოების გარანტიებში რუსეთი არაერთხელ მოატყუა. ამიტომ, უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მზარდი შანსი რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევით არ შეაჩერებს და არ შეანელებს რუსეთის შეტევას სპეცოპერაციის ზონაში, სანამ "ადგილზე" არ გამყარდება გარანტირებული შედეგები – უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.რუსეთის ძალები ბრძოლით ათავისუფლებენ სოფელ კონსტანტინოპოლს დონბასის დასავლეთით, ხოლო მანამდე გაანადგურეს "კურახოვოს ჯიბე", იგივე "კონსტანტინოპოლის ტომარა". დიდ ტერიტორიაზე უკრაინული ძალები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ ალყაში და განადგურდნენ ზელენსკის მედიასტრატეგიის გამო. მტრის უკანდახეული დანაყოფები ცდილობენ ახალი გამაგრებული რაიონის შექმნას კონსტანტინოპოლიდან ხუთ კილომეტრში, სოფელ ბოგატირის მახლობლად. დღეს უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ აქ კიდევ ერთი "ქვაბი" ჩამოყალიბდება.სამხრეთით, რუსეთის "აღმოსავლეთის" დაჯგუფების შტურმის დანაყოფებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის სიღრმეში, დიდი ნოვოსელკასა და ვრემევკას დასავლეთით. მათ გაანადგურეს მტრის გამაგრებული პოზიციები და 18 თებერვალს გაათავისუფლეს სოფელი ნოვოსელკა, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.დონბასში, ქალაქი ჩასოვ იარი, კვლავ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილია უკრაინის ლოგისტიკისათვის. აქ რუსეთის ძალები მეთოდურად ანადგურებენ მტერს ავიაციის, საარტილერიო ცეცხლისა და დრონების დარტყმებით და ქალაქის სრული ბლოკადის წინაპირობებს ქმნიან . კონტროლქვეშ აიყვანეს ქალაქის შემოგარენში არსებული ყველა სიმაღლე, მოიპოვეს ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობა და გააფართოვეს საარტილერიო შესაძლებლობები. ისინი აგრძელებენ წინსვლას ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე, ასევე ცენტრალური კვარტლებიდან დასავლეთის გარეუბნებისკენ.ხარკოვის ოლქში რუსეთის ძალები ახლოს მივიდნენ ქალაქ კუპიანსკთან. რუსეთის არმია ეფექტურად მოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. წარმატებით უტევენ მდინარე ოსკოლის მარჯვენა სანაპიროზე არსებული პლაცდარმიდან. კიევი არ უარყოფს, რომ კუპიანსკის რაიონში შექმნილია გამოუვალი, „კრიტიკული სიტუაცია“. თუმცა, უარესი ჯერ კიდევ წინ არის.გრძელდება რუსეთის კომბინირებული დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკურ ობიექტებზე და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე. 19 თებერვლის ღამეს დაზიანდა მტრის ობიექტები კიევში, ჩერნიგოვში, ოდესაში, კრემენჩუგში, სტაროკონსტანტინოვში (ხმელნიცკის ოლქი). მანამდე რუსეთის ძალებმა „დახურეს“ დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებისა და „კოზაკის“ ჯავშანმანქანების წარმოება კიევის სვიატოშინსკის რაიონში. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ საგანგაშო განცხადება გაავრცელა: „რუსეთს გამოუჩნდა რეაქტიული დრონები, რომლებიც 600 კმ/სთ სიჩქარით ფრენას და 2500 კმ-მდე მანძილზე სამიზნეების დაზიანებას ახერხებენ“.რუსეთის არმიის ზეწოლა მთელი ფრონტის ხაზზე იზრდება. იგივე უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აყალიბებს დაახლოებით 15 ახალ დივიზიას და გაზაფხული სამხედრო სპეცოპერაციის დაჩქარების პერიოდად იქცევა. მოწინააღმდეგე – კიევში და ფრონტზე – ხვდება, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის მოლაპარაკებები უკრაინული კონფლიქტის დარეგულირების შესახებ რუსეთის შეტევას ვერ შეაჩერებს.დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვერ დაეხმარება – ამერიკული არსენალები კრიტიკულ დონემდეა დაცლილი. ევროპული იარაღის მარაგები, Rheinmetall-ის გენერალური დირექტორის აღიარებით, პრაქტიკულად, ნულს უახლოვდება. და ევროკავშირის სამხედრო ხარჯების თუნდაც მკვეთრი ზრდა (ფინანსური ნაკადების გააქტიურება) ვერ შეძლებს უკრაინაში სამი წლის განმავლობაში გამოყენებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შევსებას.ობიექტურად, ზელენსკის და მისი „ხის ჯარისკაცების“ დრო იწურება. ტექნოლოგიური შეუძლებლობა იმისა, რომ დასავლეთმა გააგრძელოს პროქსი-ომი რუსეთთან, განსაზღვრავს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის უჩვეულო „მშვიდობისმოყვარეობას“, ნატოს სასოწარკვეთილებას და ბანდერევული უკრაინის მარცხს.რუსეთმა კი არ „დაიცადა“, არამედ კოლექტიურ დასავლეთს ომში აჯობა. და გაიმარჯვა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამწლიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში გაანადგურეს: მტრის ასობით ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი (მათ შორის, ნატოს ათასობით სპეციალისტი), ასევე 654 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 43890-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 594 საზენიტო-სარაკეტო სისტემა, 21519 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 23000-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.დაწვეს, პრაქტიკულად, ყველა ის ტექნიკა, რომელიც ნატოს წევრებმა და მათთან მიერთებულმა „დონორებმა“ (სულ 50-ზე მეტმა ქვეყანამ) შეძლეს უკრაინული პროქსი-არმიისთვის მოგროვება.უკრაინამ შეუქცევადად დაკარგა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. ეს მკაცრი ისტორიული გაკვეთილია ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვინც უაზროდ იმედოვნებდა ან ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ „რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიულ დამარცხებას მოაყენებს “. და შესაძლებელია, რომ ეს გაკვეთილი სულაც არ იყოს უკანასკნელი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266115099_107:0:2838:2048_1920x0_80_0_0_a122e9feb06ddee8bf0e0d6b136d9398.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
დასავლეთმა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებსა და უსაფრთხოების გარანტიებში რუსეთი არაერთხელ მოატყუა. ამიტომ, უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მზარდი შანსი რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევით არ შეაჩერებს და არ შეანელებს რუსეთის შეტევას სპეცოპერაციის ზონაში, სანამ "ადგილზე" არ გამყარდება გარანტირებული შედეგები – უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.
რუსეთის ძალები ბრძოლით ათავისუფლებენ სოფელ კონსტანტინოპოლს დონბასის დასავლეთით, ხოლო მანამდე გაანადგურეს "კურახოვოს ჯიბე", იგივე "კონსტანტინოპოლის ტომარა". დიდ ტერიტორიაზე უკრაინული ძალები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ ალყაში და განადგურდნენ ზელენსკის მედიასტრატეგიის გამო. მტრის უკანდახეული დანაყოფები ცდილობენ ახალი გამაგრებული რაიონის შექმნას კონსტანტინოპოლიდან ხუთ კილომეტრში, სოფელ ბოგატირის მახლობლად. დღეს უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ აქ კიდევ ერთი "ქვაბი" ჩამოყალიბდება.
სამხრეთით, რუსეთის "აღმოსავლეთის" დაჯგუფების შტურმის დანაყოფებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის სიღრმეში, დიდი ნოვოსელკასა და ვრემევკას დასავლეთით. მათ გაანადგურეს მტრის გამაგრებული პოზიციები და 18 თებერვალს გაათავისუფლეს სოფელი ნოვოსელკა, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.
დონბასში, ქალაქი ჩასოვ იარი, კვლავ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილია უკრაინის ლოგისტიკისათვის. აქ რუსეთის ძალები მეთოდურად ანადგურებენ მტერს ავიაციის, საარტილერიო ცეცხლისა და დრონების დარტყმებით და ქალაქის სრული ბლოკადის წინაპირობებს ქმნიან . კონტროლქვეშ აიყვანეს ქალაქის შემოგარენში არსებული ყველა სიმაღლე, მოიპოვეს ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობა და გააფართოვეს საარტილერიო შესაძლებლობები. ისინი აგრძელებენ წინსვლას ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე, ასევე ცენტრალური კვარტლებიდან დასავლეთის გარეუბნებისკენ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის ძალები ახლოს მივიდნენ ქალაქ კუპიანსკთან. რუსეთის არმია ეფექტურად მოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. წარმატებით უტევენ მდინარე ოსკოლის მარჯვენა სანაპიროზე არსებული პლაცდარმიდან. კიევი არ უარყოფს, რომ კუპიანსკის რაიონში შექმნილია გამოუვალი, „კრიტიკული სიტუაცია“. თუმცა, უარესი ჯერ კიდევ წინ არის.
გრძელდება რუსეთის კომბინირებული დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკურ ობიექტებზე და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე. 19 თებერვლის ღამეს დაზიანდა მტრის ობიექტები კიევში, ჩერნიგოვში, ოდესაში, კრემენჩუგში, სტაროკონსტანტინოვში (ხმელნიცკის ოლქი). მანამდე რუსეთის ძალებმა „დახურეს“ დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებისა და „კოზაკის“ ჯავშანმანქანების წარმოება კიევის სვიატოშინსკის რაიონში. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ საგანგაშო განცხადება გაავრცელა: „რუსეთს გამოუჩნდა რეაქტიული დრონები, რომლებიც 600 კმ/სთ სიჩქარით ფრენას და 2500 კმ-მდე მანძილზე სამიზნეების დაზიანებას ახერხებენ“.
რუსეთის არმიის ზეწოლა მთელი ფრონტის ხაზზე იზრდება. იგივე უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აყალიბებს დაახლოებით 15 ახალ დივიზიას და გაზაფხული სამხედრო სპეცოპერაციის დაჩქარების პერიოდად იქცევა. მოწინააღმდეგე – კიევში და ფრონტზე – ხვდება, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის მოლაპარაკებები უკრაინული კონფლიქტის დარეგულირების შესახებ რუსეთის შეტევას ვერ შეაჩერებს.
დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვერ დაეხმარება – ამერიკული არსენალები კრიტიკულ დონემდეა დაცლილი. ევროპული იარაღის მარაგები, Rheinmetall-ის გენერალური დირექტორის აღიარებით, პრაქტიკულად, ნულს უახლოვდება. და ევროკავშირის სამხედრო ხარჯების თუნდაც მკვეთრი ზრდა (ფინანსური ნაკადების გააქტიურება) ვერ შეძლებს უკრაინაში სამი წლის განმავლობაში გამოყენებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შევსებას.
ობიექტურად, ზელენსკის და მისი „ხის ჯარისკაცების“ დრო იწურება. ტექნოლოგიური შეუძლებლობა იმისა, რომ დასავლეთმა გააგრძელოს პროქსი-ომი რუსეთთან, განსაზღვრავს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის უჩვეულო „მშვიდობისმოყვარეობას“, ნატოს სასოწარკვეთილებას და ბანდერევული უკრაინის მარცხს.
რუსეთმა კი არ „დაიცადა“, არამედ კოლექტიურ დასავლეთს ომში აჯობა. და გაიმარჯვა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამწლიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში გაანადგურეს: მტრის ასობით ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი (მათ შორის, ნატოს ათასობით სპეციალისტი), ასევე 654 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 43890-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 594 საზენიტო-სარაკეტო სისტემა, 21519 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 23000-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
დაწვეს, პრაქტიკულად, ყველა ის ტექნიკა, რომელიც ნატოს წევრებმა და მათთან მიერთებულმა „დონორებმა“ (სულ 50-ზე მეტმა ქვეყანამ) შეძლეს უკრაინული პროქსი-არმიისთვის მოგროვება.
უკრაინამ შეუქცევადად დაკარგა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. ეს მკაცრი ისტორიული გაკვეთილია ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვინც უაზროდ იმედოვნებდა ან ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ „რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიულ დამარცხებას მოაყენებს “. და შესაძლებელია, რომ ეს გაკვეთილი სულაც არ იყოს უკანასკნელი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე