რა სიახლეს სთავაზობს ეროვნული სკრინინგ-ცენტრი შშმ პირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliშშმ პირი
შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2025
გამოწერა
სამედიცინო დაწესებულების ოთხივე ფილიალი ახალი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს შშმ პირთათვის ადაპტირებული ინვენტარი გადაეცა, იუწყება თბილისის მერია.
სკრინინგისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი თბილისში 2008 წელს გაიხსნა. სკრინინგული კვლევები ტარდება მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით. შედეგად – შესაძლებელი ხდება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს გენეტიკურად განსაზღვრული დაავადებების პათოლოგიები, ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დეფექტები და სხვა დაავადებები.
ახალი სამედიცინო ინვენტარით ცენტრის ოთხივე ფილიალი აღიჭურვა.
„გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს გადაეცა შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთხი გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი, რომელიც საშუალებას იძლევა, შესაბამისი საჭიროების მქონდე პირებმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღონ", -ნათქვამია ინფორმაციაში.
სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნიკა ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორ მარიამ ხანთან და TIKA-ს თბილისის კოორდინატორ ზეინეფ ბაირაქისთან ერთად დაათვალიერა.
კიღურაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა და შშმ პაციენტებისთვის შეთავაზებული სამედიცინო სერვისები გააცნო.
ღონისძიების მონაწილეებმა კიბოს სკრინინგის შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, რასთან მიმართებითაც მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოითქვა.
ყველა ახალი ამბავი
0