https://sputnik-georgia.com/20250220/parlamentma-grantebis-shesaxeb0-kanoni-miigo-292193119.html
პარლამენტმა „გრანტების შესახებ" კანონი დაამტკიცა: რა იცვლება არასამთავრობოებისთვის
პარლამენტმა „გრანტების შესახებ" კანონი დაამტკიცა: რა იცვლება არასამთავრობოებისთვის
Sputnik საქართველო
კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ. 20.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-20T13:29+0400
2025-02-20T13:29+0400
2025-02-20T13:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა „გრანტების შესახებ" კანონპროექტი, რომლის საფუძველზე სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს - საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ. გრანტებს გასცემს ახალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო, ხოლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება. სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს წესდების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ამასთან, „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ასევე თანამშრომლების ხელფასებსა და გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები.საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში. ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული. გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა. გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
პარლამენტმა „გრანტების შესახებ" კანონი დაამტკიცა: რა იცვლება არასამთავრობოებისთვის
კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა „გრანტების შესახებ" კანონპროექტი, რომლის საფუძველზე სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს - საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ. გრანტებს გასცემს ახალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო, ხოლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება.
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს წესდების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ამასთან, „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ასევე თანამშრომლების ხელფასებსა და გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.