თბილისსა და მის შემოგარენში გზებზე ტექნიკური მარილი დაყარეს

© Tbilisi City Hallგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2025
გამოწერა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან იწმინდება.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული თოვლის გამო ტექნიკური მარილი დაიყარა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გზები გაიწმინდა: თხინვალას დასახლებაში, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთის, წყნეთისა და ბეთანიის ცენტრალურ ქუჩებზე, სოფელ ახალდაბაში, დიდგორსა და თელოვანში.
საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად ტექნიკური მარილი დაიყარა ასევე დიდ დიღომში, მუხათგვერდის გზაზე, პატარა და დიდი ლილოს დასახლებებში, აეროპორტის გზატკეცილზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის დედაქალაქში საგზაო მოძრაობის მხრივ შეფერხებები არ ფიქსირდება, აღნიშნეს მერიაში.
მერიის ცნობით, თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლის დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“.
ყველა ახალი ამბავი
0