https://sputnik-georgia.com/20250220/chxaidze-amaglobels-ezleva-garkveuli-kalorajis-sakvebi-292193373.html
მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი
მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი
Sputnik საქართველო
ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელმა, როემლიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, პროტესტის ნიშნად 38-დღე... 20.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-20T15:49+0400
2025-02-20T15:49+0400
2025-02-20T15:49+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:420:2895:2048_1920x0_80_0_0_f533a3d362ca11d4f88ad770532459d9.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მზია ამაღლობელს, რომელმაც დაპატიმრების შემდეგ პროტესტის ნიშად 38 დღე იშიმშილა, კვების აღსადგენად ექიმები გარკვეული კალორაჟის საკვებს აძლევენ, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. ამაღლობელი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" გამოკვლევებისთვის 4 თებერვალს გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის კვლავ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს. ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე 14 თებერვალს უარი თქვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. 19 თებერვალს ჟურნალისტის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატთა საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო. მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:284:2352:2048_1920x0_80_0_0_9854fe52ed42ad4e0ba1584479de8230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი
ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელმა, როემლიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, პროტესტის ნიშნად 38-დღე იშიმშილა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მზია ამაღლობელს, რომელმაც დაპატიმრების შემდეგ პროტესტის ნიშად 38 დღე იშიმშილა, კვების აღსადგენად ექიმები გარკვეული კალორაჟის საკვებს აძლევენ, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.
ამაღლობელი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" გამოკვლევებისთვის 4 თებერვალს გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის კვლავ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს.
„დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ-პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე 14 თებერვალს უარი თქვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. 19 თებერვალს ჟურნალისტის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატთა საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართებოდა.