https://sputnik-georgia.com/20250219/uamindobam-gze4bze-problemebi-sheqmna-292176702.html
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: სად მოქმედებს შეზღუდვები
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: სად მოქმედებს შეზღუდვები
Sputnik საქართველო
შეზღუდვები მოქმედებს როგორც საერთშორისო მნიშვნელობის, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. 19.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-19T11:03+0400
2025-02-19T11:03+0400
2025-02-19T11:03+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0c/285599233_0:32:1600:932_1920x0_80_0_0_6ab8b87b988fe9eb5c9e1c07e29ac873.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს გზებზე პრობლემები შეიქმნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ინფორმაციით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზეც. კერძოდ, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0c/285599233_158:0:1442:963_1920x0_80_0_0_7ea6df1ce45a5284711bd97d9ab4b26d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: სად მოქმედებს შეზღუდვები
შეზღუდვები მოქმედებს როგორც საერთშორისო მნიშვნელობის, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს გზებზე პრობლემები შეიქმნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ინფორმაციით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზეც.
კერძოდ, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.