https://sputnik-georgia.com/20250219/romeli-organizaciebi-miigeben-saxelmwipo-grantebs-292179088.html
რომელი ორგანიზაციები მიიღებენ სახელმწიფო გრანტებს? დეპუტატმა კრიტერიუმები ჩამოთვალა
რომელი ორგანიზაციები მიიღებენ სახელმწიფო გრანტებს? დეპუტატმა კრიტერიუმები ჩამოთვალა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნა კანონის მიღებისთანავე, სავარაუდოდ, მარტში იგეგმება. 19.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-19T15:02+0400
2025-02-19T15:02+0400
2025-02-19T15:02+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, პირველ რიგში, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, გრანტებს გასცემს ახალი უწყება - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო და დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება.სწორედ აქედან გამომდინარე და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ტარდება არაერთი რეფორმა, აღნიშნა დეპუტატმა.2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ასევე თანამშრომლების ხელფასებსა და გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები.საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციებიბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
რომელი ორგანიზაციები მიიღებენ სახელმწიფო გრანტებს? დეპუტატმა კრიტერიუმები ჩამოთვალა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნა კანონის მიღებისთანავე, სავარაუდოდ, მარტში იგეგმება.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, პირველ რიგში, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, გრანტებს გასცემს ახალი უწყება - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო და დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება.
„სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, პირველ რიგში, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ. დღეს ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა საგრანტო პროგრამები, რომლებიც იყო ქვეყნებში და რომელზეც აშშ საუბრობს, იყო მიმართული არა ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებზე, არამედ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად", - აღნიშნა ლაშხმა.
სწორედ აქედან გამომდინარე და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ტარდება არაერთი რეფორმა, აღნიშნა დეპუტატმა.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ასევე თანამშრომლების ხელფასებსა და გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.