ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვეს

© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2025
გამოწერა
პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი" ჰოლანდიაში გაიმართა.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის" გამარჯვებულია, იუწყება სპორტის სამინისტრო.
პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი" ჰოლანდიაში გაიმართა.
ქართველმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს.
წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო.
მოკლე პროგრამა მათ 70,58 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. სპორტსმენებმა ლიდერობა 133,34 ქულით არც თავისუფალ პროგრამაში დათმეს.
ანასტასია და ლუკა სპორტულ წყვილთა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებენ.
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველმა წყვილმა წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, შარშან კი ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი მიიღო.
ფიგურულ მოციგურავეთა წყვილი ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0