ლავროვი: ტრამპის გუნდი სხვა კატეგორიებით აზროვნებს

© photo: Sputnik / Grigori Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2025
გამოწერა
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი სხვა კატეგორიებით აზროვნებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „სამთავრობო საათზე“.
მისი თქმით, ეს არის გუნდი, რომელიც უპირველესად ამერიკული ინტერესების კატეგორიებით აზროვნებს.
„გუშინ ეს ხაზი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებზე დადასტურდა. მან დისკუსიის გახსნისას თქვა, რომ ტრამპის გუნდის აზრით, ყველა საერთაშორისო ურთიერთობა ყველა ასპექტში უნდა ეყრდნობოდეს იმ ფაქტის აღიარებას, რომ თითოეულ სახელმწიფოს თავისი ეროვნული ინტერესი აქვს“, — აღნიშნა ლავროვმა.
რუსი დიპლომატი ეთანხმება რუბიოს მოსაზრებას და ამბობს, რომ სწორედ ამ პოზიციებიდან უნდა წარმოებდეს დიალოგი — მიუხედავად იმისა, რომ ეს ინტერესები სრულად არასდროს დაემთხვევა.
„იქ, სადაც ისინი დაემთხვევა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აქედან ურთიერთსარგებლის მაქსიმუმი მივიღოთ. ხოლო იქ, სადაც ისინი არ ემთხვევა, <...> ვალდებულები ვართ არ დავუშვათ, რომ ეს შეუსაბამობები კონფრონტაციად გადაიქცეს“, — თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღანელმა.
მინისტრი ლავროვი სახელმწიფო დუმას ერ-რიადში აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის მეორე დღეს ეწვია. ღონისძიების თემა იყო რუსეთის საგარეო პრიორიტეტები.
ყველა ახალი ამბავი
0