https://sputnik-georgia.com/20250219/idex-2025--292183419.html
მიმოხილვა: რუსეთის დომინირებს იარაღის გამოფენა IDEX 2025-ზე
მიმოხილვა: რუსეთის დომინირებს იარაღის გამოფენა IDEX 2025-ზე
Sputnik საქართველო
რუსული იარაღი ტექნოლოგიური სრულყოფილებისა და საბრძოლო სიმძლავრის ეტალონია ნებისმიერი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენაზე, IDEX 2025 აბუ-დაბიში არ არის... 19.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-19T16:40+0400
2025-02-19T16:40+0400
2025-02-19T16:40+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/13/292183249_0:146:3124:1903_1920x0_80_0_0_992e81c13cda49096479cdd6fea6f3ca.jpg
რუსული იარაღი ტექნოლოგიური სრულყოფილებისა და საბრძოლო სიმძლავრის ეტალონია ნებისმიერი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენაზე, IDEX 2025 აბუ-დაბიში არ არის გამონაკლისი. არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებმა წარმოადგინეს საუკეთესო შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.17-21 თებერვალს აბუ-დაბიში ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი იარაღის გამოფენა IDEX 2025 ტარდება, რომელსაც ორგანიზატორები „თავდაცვითი ტექნოლოგიების დემონსტრირებისა და საერთაშორისო თავდაცვითი ორგანიზაციების თანამშრომლობის გლობალურ პლატფორმას“ უწოდებენ. გამოფენაზე წარმოდგენილია იარაღის წამყვანი მწარმოებლები რუსეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან, ისრაელსა და სხვა ქვეყნებიდან, სულ 60-ზე მეტი მონაწილე ქვეყანიდან.რუსეთმა წარმოადგინა მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღება: უახლესი ბარაჟირებადი საბრძოლო მასალები „КУБ-1-1Э“, „КУБ-2-2Э“ და უპილოტო საფრენი აპარატი Supercam S350, საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი „Панцирь-СМД-Е“ ახალი მართვადი რაკეტებით, რომლებიც უპილოტო აპარატების წინააღმდეგაა განკუთვნილი, ახალი საავიაციო რაკეტა უპილოტო აპარატებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „Корнет-Э“ ახალი რაკეტით „Булат“, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი „ჭკვიანი“ იარაღი. აბუ-დაბიში ექსპერტთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რუსული ვერტმფრენების ხაზმა საგანგებო სამსახურებისთვის (უახლესი მოდიფიკაციის სახანძრო Ка-32А11М, სანიტარული და საპოლიციო ვერსიები „ანსატი“, ასევე Ми-38 VIP).IDEX 2025-ის საგანგებო ყურადღების ცენტრში მსოფლიოში საუკეთესო სერიული ტანკი – Т-90МС აღმოჩნდა. „როსტეხის“ ინდუსტრიულმა დირექტორმა ბეხან ოზდოევმა აღნიშნა, რომ ამ კონფიგურაციით ტანკი საზღვარგარეთ პირველად წარადგინეს: „ტანკი Т-90МС „Прорыв“ სრულიად განსხვავებული მანქანაა, იმასთან შედარებით, რაც IDEX 2015-ზე ვაჩვენეთ. ეს არის საექსპორტო ვარიანტი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების საფუძველზე იქნა გაუმჯობესებული“.გაუმჯობესებულმა Т-90МС-მა მიიღო უფრო საიმედო მრავალშრიანი დაცვა რაკეტსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისგან, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და FPV დრონებისგან. ახალი დაცვით ტანკი ბრძოლაში განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას ავლენს. ის აღჭურვილია ციფრული ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც ინტეგრირებულია მართვისა და საინფორმაციო ბრძანების ქვესისტემებთან. თანამედროვე ნატოს ტანკები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან Т-90МС-ს, როგორც ცეცხლის სიმძლავრით, ისე დაცვის ხარისხით.რუსეთის ექსპოზიცია იკავებს 2000 მ²-ზე მეტ სივრცეს და წარმოდგენილია რეკორდული რაოდენობა – 1000-ზე მეტი უახლესი შეიარაღება, რომელიც შექმნილია 40 წამყვანი სამხედრო-სამრეწველო კომპანიის სპეციალისტების მიერ. ახლო აღმოსავლეთში პირველად გამოჩნდა „ლანცეტ-Э“ – სამი უპილოტო საფრენი აპარატის ტანდემი. 80 კმ-მდე მოქმედების მქონე ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა „ლანცეტს“ დასავლეთში უკვე უწოდეს „ომის ახალი შემზარავი სახე“ და „ნატოს არტილერიის მკვლელი“. საბრძოლო მოქმედებების ზონაში „ლანცეტებმა“ გაანადგურეს მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულებით.რუსმა კონსტრუქტორებმა საზღვარგარეთ პირველად წარმოადგინეს ასევე უახლესი კამიკაძე-დრონები КУБ-10Э და КУБ-2Э, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სპეცოპერაციის ზონაში. გარდა ამისა, პირველად გამოჩნდა საზღვარგარეთ რაკეტა Х-БПЛА, რომელიც განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატებიდან მიწის მიზნებზე დასარტყმელად. ეს არის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „კორნეტი“-ს საჰაერო ვარიანტი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამხედრო სიახლე.განსხვავებით კამიკაძე-დრონებისგან, მაღალტექნოლოგიური, დაბალი ხილვადობის მქონე რუსული უპილოტო აპარატი Supercam S350 ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებს სამხედრო დაზვერვას, საზღვრების დაცვას, სამართალდამცავ ოპერაციებს და კონტრტერორისტულ მისიებს.რუსული საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო კომპლექსი „პანცირი“, რომელიც წარმატებით უმკლავდება ნატოს ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, მოწინააღმდეგის დარტყმითი უპილოტო აპარატების შეტევებს, მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. სისტემა ერთდროულად ოთხ სამიზნეს ამუშავებს და წუთში 12-14 სამიზნეს ანადგურებს. „პანცირი“ აქტიურად გამოიყენება ალჟირში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ერაყში, ეთიოპიაში, სერბეთში. მისი განახლებული ვერსია უკვე იწვევს საერთაშორისო კლიენტების ინტერესს. ამასთან, „პანცირის“ ეფექტიანობას არ ჩამოუვარდება ახლად შექმნილი მოკლე რადიუსის (10 კმ-მდე) საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „კრონა-Э“, რომელსაც აწარმოებს კონცერნი „კალაშნიკოვი“.ოდესღაც დასავლეთი ცდილობდა უკანონო სანქციებით რუსეთის მაღალტექნოლოგიური იარაღის მსოფლიო ბაზრიდან განდევნას, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში მიღწეულმა წარმატებებმა და IDEX 2025-ზე წარმოდგენილმა ინოვაციებმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დინამიურად ვითარდება, თანამედროვე ომების გამოცდილებაზე დაყრდნობით.რუსული იარაღის სრულყოფილებისა და ეფექტიანობის წყალობით, „როსობორონექსპორტის“ შეკვეთების პორტფელმა რეკორდულ 57 მილიარდ დოლარს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. მხოლოდ 2025 წლის დასაწყისში კომპანიამ 4,5 მილიარდი დოლარის კონტრაქტები გააფორმა 15 მეგობარ ქვეყანასთან. ინდოეთი ჯერ კიდევ სწავლობს რუსეთის მეხუთე თაობის გამანადგურებლების Су-57-ის წარმოების შესაძლებლობას საკუთარ საწარმოებში, თუმცა დასავლეთში შეშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ნიუ-დელიმ არჩევანი უკვე გააკეთა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/13/292183249_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_7ad799bddf4a4f2db50efc4a1fd58d44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსული იარაღი ტექნოლოგიური სრულყოფილებისა და საბრძოლო სიმძლავრის ეტალონია ნებისმიერი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენაზე, IDEX 2025 აბუ-დაბიში არ არის გამონაკლისი. არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებმა წარმოადგინეს საუკეთესო შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.
17-21 თებერვალს აბუ-დაბიში ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი იარაღის გამოფენა IDEX 2025 ტარდება, რომელსაც ორგანიზატორები „თავდაცვითი ტექნოლოგიების დემონსტრირებისა და საერთაშორისო თავდაცვითი ორგანიზაციების თანამშრომლობის გლობალურ პლატფორმას“ უწოდებენ. გამოფენაზე წარმოდგენილია იარაღის წამყვანი მწარმოებლები რუსეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან, ისრაელსა და სხვა ქვეყნებიდან, სულ 60-ზე მეტი მონაწილე ქვეყანიდან.
რუსეთმა წარმოადგინა მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღება: უახლესი ბარაჟირებადი საბრძოლო მასალები „КУБ-1-1Э“, „КУБ-2-2Э“ და უპილოტო საფრენი აპარატი Supercam S350, საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი „Панцирь-СМД-Е“ ახალი მართვადი რაკეტებით, რომლებიც უპილოტო აპარატების წინააღმდეგაა განკუთვნილი, ახალი საავიაციო რაკეტა უპილოტო აპარატებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „Корнет-Э“ ახალი რაკეტით „Булат“, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი „ჭკვიანი“ იარაღი.
აბუ-დაბიში ექსპერტთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რუსული ვერტმფრენების ხაზმა საგანგებო სამსახურებისთვის (უახლესი მოდიფიკაციის სახანძრო Ка-32А11М, სანიტარული და საპოლიციო ვერსიები „ანსატი“, ასევე Ми-38 VIP).
IDEX 2025-ის საგანგებო ყურადღების ცენტრში მსოფლიოში საუკეთესო სერიული ტანკი – Т-90МС აღმოჩნდა. „როსტეხის“ ინდუსტრიულმა დირექტორმა ბეხან ოზდოევმა აღნიშნა, რომ ამ კონფიგურაციით ტანკი საზღვარგარეთ პირველად წარადგინეს: „ტანკი Т-90МС „Прорыв“ სრულიად განსხვავებული მანქანაა, იმასთან შედარებით, რაც IDEX 2015-ზე ვაჩვენეთ. ეს არის საექსპორტო ვარიანტი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების საფუძველზე იქნა გაუმჯობესებული“.
გაუმჯობესებულმა Т-90МС-მა მიიღო უფრო საიმედო მრავალშრიანი დაცვა რაკეტსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისგან, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და FPV დრონებისგან. ახალი დაცვით ტანკი ბრძოლაში განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას ავლენს. ის აღჭურვილია ციფრული ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც ინტეგრირებულია მართვისა და საინფორმაციო ბრძანების ქვესისტემებთან. თანამედროვე ნატოს ტანკები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან Т-90МС-ს, როგორც ცეცხლის სიმძლავრით, ისე დაცვის ხარისხით.
რუსეთის ექსპოზიცია იკავებს 2000 მ²-ზე მეტ სივრცეს და წარმოდგენილია რეკორდული რაოდენობა – 1000-ზე მეტი უახლესი შეიარაღება, რომელიც შექმნილია 40 წამყვანი სამხედრო-სამრეწველო კომპანიის სპეციალისტების მიერ. ახლო აღმოსავლეთში პირველად გამოჩნდა „ლანცეტ-Э“ – სამი უპილოტო საფრენი აპარატის ტანდემი. 80 კმ-მდე მოქმედების მქონე ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა „ლანცეტს“ დასავლეთში უკვე უწოდეს „ომის ახალი შემზარავი სახე“ და „ნატოს არტილერიის მკვლელი“. საბრძოლო მოქმედებების ზონაში „ლანცეტებმა“ გაანადგურეს მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულებით.
რუსმა კონსტრუქტორებმა საზღვარგარეთ პირველად წარმოადგინეს ასევე უახლესი კამიკაძე-დრონები КУБ-10Э და КУБ-2Э, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სპეცოპერაციის ზონაში. გარდა ამისა, პირველად გამოჩნდა საზღვარგარეთ რაკეტა Х-БПЛА, რომელიც განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატებიდან მიწის მიზნებზე დასარტყმელად. ეს არის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „კორნეტი“-ს საჰაერო ვარიანტი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამხედრო სიახლე.
განსხვავებით კამიკაძე-დრონებისგან, მაღალტექნოლოგიური, დაბალი ხილვადობის მქონე რუსული უპილოტო აპარატი Supercam S350 ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებს სამხედრო დაზვერვას, საზღვრების დაცვას, სამართალდამცავ ოპერაციებს და კონტრტერორისტულ მისიებს.
რუსული საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო კომპლექსი „პანცირი“, რომელიც წარმატებით უმკლავდება ნატოს ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, მოწინააღმდეგის დარტყმითი უპილოტო აპარატების შეტევებს, მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. სისტემა ერთდროულად ოთხ სამიზნეს ამუშავებს და წუთში 12-14 სამიზნეს ანადგურებს. „პანცირი“ აქტიურად გამოიყენება ალჟირში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ერაყში, ეთიოპიაში, სერბეთში. მისი განახლებული ვერსია უკვე იწვევს საერთაშორისო კლიენტების ინტერესს. ამასთან, „პანცირის“ ეფექტიანობას არ ჩამოუვარდება ახლად შექმნილი მოკლე რადიუსის (10 კმ-მდე) საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „კრონა-Э“, რომელსაც აწარმოებს კონცერნი „კალაშნიკოვი“.
ოდესღაც დასავლეთი ცდილობდა უკანონო სანქციებით რუსეთის მაღალტექნოლოგიური იარაღის მსოფლიო ბაზრიდან განდევნას, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში მიღწეულმა წარმატებებმა და IDEX 2025-ზე წარმოდგენილმა ინოვაციებმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დინამიურად ვითარდება, თანამედროვე ომების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
რუსული იარაღის სრულყოფილებისა და ეფექტიანობის წყალობით, „როსობორონექსპორტის“ შეკვეთების პორტფელმა რეკორდულ 57 მილიარდ დოლარს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. მხოლოდ 2025 წლის დასაწყისში კომპანიამ 4,5 მილიარდი დოლარის კონტრაქტები გააფორმა 15 მეგობარ ქვეყანასთან. ინდოეთი ჯერ კიდევ სწავლობს რუსეთის მეხუთე თაობის გამანადგურებლების Су-57-ის წარმოების შესაძლებლობას საკუთარ საწარმოებში, თუმცა დასავლეთში შეშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ნიუ-დელიმ არჩევანი უკვე გააკეთა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე