მერიის ინიციატივა: არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2025
გამოწერა
კალაძის განცხადებით, ახალი მომსახურებანარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. დედაქალაქის ტერიტორიაზე არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი - www.tgservice.ge შეიქმნა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი მომსახურების მიღება მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი - ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარი იქნება.
სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე მწვანე ნარჩენის გატანის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქე უნდა დარეგისტრირდესვებგვერდზე–www.tgservice.ge და შეავსოს მონაცემები.
„არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას“, –განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომერციული პროექტი.
„მომსახურება მიზნად ისახავს, მოსახლეობას გავუმარტივოთ კონკრეტული სახის ნარჩენების გატანა. თბილისში კონკრეტულ ადგილებში შეიძლება შეგხვდეთ ნაგვის ურნებთან დალაგებული ავეჯი, საბურავები, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ამიტომ, გთავაზობთ ამ სერვისს, რაც უფრო კომფორტულია. ერთად გავუფრთხილდეთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქალაქს“, –განაცხადა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ცხელი ხაზის – 032 2 61 90 50 ოპერატორთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0