https://sputnik-georgia.com/20250218/tbilisshi-haershi-mkarma-nawilakebma-imata-292163783.html
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
Sputnik საქართველო
ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება. 18.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-18T13:41+0400
2025-02-18T13:41+0400
2025-02-18T13:41+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23937/35/239373521_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c6c3509141b9af774f764e23933bdb44.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 18 თებერვლიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23937/35/239373521_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_44f33276be1353b7decba8c5e31f1086.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 18 თებერვლიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).