https://sputnik-georgia.com/20250218/saqartveloshi-grantebis-martvis-saagento-sheiqmneba-292167553.html
საქართველოში გრანტების მართვის სააგენტო შეიქმნება: კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს
საქართველოში გრანტების მართვის სააგენტო შეიქმნება: კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს
Sputnik საქართველო
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა. 18.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-18T19:00+0400
2025-02-18T19:00+0400
2025-02-18T19:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383771_0:26:3077:1757_1920x0_80_0_0_ed6ecdb33cd69c6f5e7cbe88ea3e2479.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „გრანტების შესახებ" კანონპროექტი, რომლის საფუძველზე სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება - ცვლილებები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ. გრანტებს გასცემს ახალი საჯარო უწყება - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო, ხოლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნა კანონის მიღებისთანავე, სავარაუდოდ, მარტში იგეგმება. ინიციატივის მიხედვით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ასევე თანამშრომლების ხელფასებსა და გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები. საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში. ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული. გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა. გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383771_66:0:2795:2047_1920x0_80_0_0_8eb28d44165897f90a0566e60c01de50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოში გრანტების მართვის სააგენტო შეიქმნება: კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „გრანტების შესახებ" კანონპროექტი, რომლის საფუძველზე სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება - ცვლილებები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს.
საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ. გრანტებს გასცემს ახალი საჯარო უწყება - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო, ხოლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნა კანონის მიღებისთანავე, სავარაუდოდ, მარტში იგეგმება.
ინიციატივის მიხედვით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ასევე თანამშრომლების ხელფასებსა და გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.