https://sputnik-georgia.com/20250218/mdinaradze-mimdinare-kvirashi-fara-amerikuli-kanoni-dainicirdeba-292159985.html
მდინარაძე: მიმდინარე კვირაში დაინიცირდება FARA-ს ამერიკული კანონი
მდინარაძე: მიმდინარე კვირაში დაინიცირდება FARA-ს ამერიკული კანონი
Sputnik საქართველო
დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3... 18.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-18T12:26+0400
2025-02-18T12:26+0400
2025-02-18T12:26+0400
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044083_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_c2d0026773fd5c8ab34cfdab796277f6.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე კვირაში დაინიცირდება FARA-ს ამერიკული კანონი და მედიის კანონი, რომელიც ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით იქნება მიღებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. თებერვლის დასაწყიში მამუკა მდინარაძემ დააანონსა „უცხოური აგენტების შესახებ“ FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული კანონის ანალოგის მიღება და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არსებული კანონის გაუქმება. მდინარაძის ინფორმაციით, იგეგმება კონკრეტული კანონპროექტების პირველადი ვერსიების დარეგისტრირებაც. კანონპროექტების ვერსიები შეეეხება ასევე სიპების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. „ამ პროექტების საბოლოო მიღებამდე რჩება მინიმუმ თვენახევარი და ამ ვადის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში კანონპროექტები დეტალურად დამუშავდება“, - განაცხადა მდინარაძემ. FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული ვერსია ითვალისწინებს უცხოური აგენტის სტატუსს არამხოლოდ უცხოური დაფინანსების მქონე არაკომერციული იურიდიული პირთათვის, არამედ ყველასათვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის. შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. „გამჭვირვალობის კანონი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები. დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა. კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044083_59:0:1198:854_1920x0_80_0_0_e746de7ec1f505a4296aec339884a935.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
მდინარაძე: მიმდინარე კვირაში დაინიცირდება FARA-ს ამერიკული კანონი
დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე კვირაში დაინიცირდება FARA-ს ამერიკული კანონი და მედიის კანონი, რომელიც ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით იქნება მიღებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
თებერვლის დასაწყიში მამუკა მდინარაძემ დააანონსა „უცხოური აგენტების შესახებ“ FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული კანონის ანალოგის მიღება და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არსებული კანონის გაუქმება.
მდინარაძის ინფორმაციით, იგეგმება კონკრეტული კანონპროექტების პირველადი ვერსიების დარეგისტრირებაც.
„მედიის კანონი, ძირითადად, „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება: საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას, ენჯეოების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა მდინარაძემ.
კანონპროექტების ვერსიები შეეეხება ასევე სიპების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას.
„ამ პროექტების საბოლოო მიღებამდე რჩება მინიმუმ თვენახევარი და ამ ვადის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში კანონპროექტები დეტალურად დამუშავდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული ვერსია ითვალისწინებს უცხოური აგენტის სტატუსს არამხოლოდ უცხოური დაფინანსების მქონე არაკომერციული იურიდიული პირთათვის, არამედ ყველასათვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის. შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.
დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.
კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.