საქართველოში მობილური ინტერნეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია - ახალი რეიტინგი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich5G ანძა
5G ანძა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2025
გამოწერა
2024 წლის დეკემბერში მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 140,76 მბიტ/წმ იყო
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. 2024 წელს საქართველომ მსოფლიოში 10-ე ადგილი დაიკავა მობილური ინტერნეტის სიჩქარით, ნათქვამია გლობალური ინტერნეტის ინდექსი (Speedtest by Ookla Global Index) რეიტინგში.
პოპულარული ინტერნეტ-სერვისი Speedtest.net ყოველთვიურად ადგენს Speedtest Global Index-ის ინტერნეტთან დაკავშირების სიჩქარის რეიტინგს, რომელიც მოიცავს მონაცემებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის შესახებ. 2023 წლის Speedtest Global Index-ის მიხედვით, საქართველო 74-ე ადგილზე იყო.
2024 წლის დეკემბერში მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 140,76 მბიტ/წმ იყო, რაც ქვეყანას ნორვეგიასა და ლუქსემბურგს შორის აყენებს. 2023 წლის დეკემბერში მობილური ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში 37,78 მბიტ/წმ იყო.
Ookla-ს მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს აქვს ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი 453,87 მბიტ/წმ, შემდეგ მოდის ყატარი 383,50 მბიტ/წმ და ქუვეითი 257,30 მბიტ/წმ სიჩქარით.
საქართველოს მეზობლები რუსეთი 89-ე ადგილზეა (27,34 მბიტ/წმ), სომხეთი 80-ე ადგილზეა (34,28 მბიტ/წმ), აზერბაიჯანი 55-ე პოზიციას იკავებს (56,78 მბიტ/წმ).
მობილური ინტერნეტის სიჩქარე შეერთებულ შტატებში არის 130,41 მბიტ/წმ (13-ე ადგილი), საფრანგეთში - 108,74 მბიტ/წმ (18-ე ადგილი), ხოლო გერმანიაში - 58,41 მბიტ/წმ (53-ე ადგილი).
სიაში სულ 110 ქვეყანაა. ბოლო ადგილზეა ავღანეთი 8,2 მბიტ/წმ.
რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, საქართველო 154 ქვეყანას შორის 111-ე ადგილს იკავებს. საქართველო სიაში ჰაიტსა და გაბონს შორის მოხვდა.
გასული წლის დეკემბერში ფიქსირებულ ინტერნეტში გადმოწერის სიჩქარე შეადგენდა 42,07 მბიტ/წმ (ერთი წლის წინ - 26,60 მბიტ/წმ), ხოლო გადმოწერის სიჩქარე - 44,32 მბიტ/წმ (2023 წლის დეკემბერში - 28,96 მბიტ/წმ).
ყველა ახალი ამბავი
0