https://sputnik-georgia.com/20250217/ruset-ukrainis-konfliqti-292156709.html
ლავროვი: ევროპელებს მოლაპარაკებებზე არაფერი ესაქმებათ
ლავროვი: ევროპელებს მოლაპარაკებებზე არაფერი ესაქმებათ
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. არ ვიცი, რა ესაქმებათ ევროპელებს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მაგიდაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო... 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T20:00+0400
2025-02-17T20:00+0400
2025-02-17T20:00+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
რუსეთი
სერგეი ლავროვი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285880010_0:188:2971:1859_1920x0_80_0_0_8f67c04ba723c655903773565be8ea4b.jpg
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. არ ვიცი, რა ესაქმებათ ევროპელებს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მაგიდაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბ კოლეგა მარკო ჯურიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამ კონტექსტში ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის პოზიციაზე, რომელიც მან მიუნხენის კონფერენციაზე დააფიქსირა: სტუბის აზრით, აუცილებელია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის უპირველესად ზავი გაფორმდეს, რათა მერე უკრაინის სამხედრო ხაზით გაძლიერება მოხდეს. გარდა ამისა, რუსმა დიპლომატმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ევროპამ მანამდე რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ ეს ყველაფერი დროის მოსაგებად სჭირდებოდათ, რათა უკრაინა იარაღით მოემარაგებინათ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სერგეი ლავროვი და მისი თანაშემწე იური უშაკოვი ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285880010_121:0:2850:2047_1920x0_80_0_0_3ee5f43989294fe62542b5b7e336dd0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, სერგეი ლავროვი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, სერგეი ლავროვი, პოლიტიკა
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. არ ვიცი, რა ესაქმებათ ევროპელებს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მაგიდაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბ კოლეგა მარკო ჯურიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ევროპელების ფილოსოფია არსად გამქრალა. არ ვიცი, რა ესაქმებათ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ისინი რაღაც ცბიერ იდეებს გამოივაჭრებენ (выцыганивать) კონფლიქტის გაყინვის შესახებ, თავად კი თავიანთი ჩვეულების, ბუნებისა და ჩვევების შესაბამისად, ომის გაგრძელებას იქონიებენ მხედველობაში, მაშინ რატომ უნდა მიიწვიონ ისინი იქ“, - მიაჩნია რუს მინისტრს.
ამ კონტექსტში ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის პოზიციაზე, რომელიც მან მიუნხენის კონფერენციაზე დააფიქსირა: სტუბის აზრით, აუცილებელია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის უპირველესად ზავი გაფორმდეს, რათა მერე უკრაინის სამხედრო ხაზით გაძლიერება მოხდეს.
გარდა ამისა, რუსმა დიპლომატმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ევროპამ მანამდე რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ ეს ყველაფერი დროის მოსაგებად სჭირდებოდათ, რათა უკრაინა იარაღით მოემარაგებინათ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სერგეი ლავროვი და მისი თანაშემწე იური უშაკოვი ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან