https://sputnik-georgia.com/20250217/mecxoveleoba-saqartveloshi-axali-monacemebi-292158296.html
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წელს ხორცის წარმოებამ 83,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 6,4%-ით მეტია. 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T22:14+0400
2025-02-17T22:14+0400
2025-02-18T00:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907481_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_3a9c87b6eb348f1ff2a6b1332ee469fe.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, 2023 წელთან შედარებით 3,1%-ით შემცირდა და 811,5 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 397,8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია.2024 წლის მეოთხე კვარტალში ღორის რაოდენობა 129,4 ათასი სული შეადგინა, რაც 8,6%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.ამასთან, ფრინველის რაოდენობის 4,3%-ით გაიზარდა. ქვეყანაში 2024 წლის მეოთხე კვარტალში ფრინველის რაოდენობამ 7,9 მილიონი ფრთა შედგინა.მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება2024 წელს ხორცის წარმოებამ 83,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 6,4%-ით მეტია.„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოება 2,3%-ით შემცირდა და 570,7 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, კვერცხის წარმოება 0,04%-ით გაიზარდა (653,4 მლნ).პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი და იმპორტი2024 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 104,9 ათასი სული შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 39,5%-ით ნაკლებია. ამავე დროს, იმპორტი შემცირდა 38,8%-ით და 24,9 ათასი სული შეადგინა.საქართველოდან შინაური ფრინველის ექსპორტმა 8,4 მლნ ფრთა შეადგინა (-45,3%), იმპორტმა - 8 მლნ ფრთა (-15,8%).2024 წელს ღორის იმპორტი 16,2%-ით გაიზარდა და 183 ათას სულს გაუტოლდა. გასულ წელს ღორის ექსპორტი არ განხორციელებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907481_90:257:1027:960_1920x0_80_0_0_296ac491d6e17b942aa1d008b0429752.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
22:14 17.02.2025 (განახლებულია: 00:14 18.02.2025) 2024 წელს ხორცის წარმოებამ 83,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 6,4%-ით მეტია.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, 2023 წელთან შედარებით 3,1%-ით შემცირდა და 811,5 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 397,8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია.
2024 წლის მეოთხე კვარტალში ღორის რაოდენობა 129,4 ათასი სული შეადგინა, რაც 8,6%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამასთან, ფრინველის რაოდენობის 4,3%-ით გაიზარდა. ქვეყანაში 2024 წლის მეოთხე კვარტალში ფრინველის რაოდენობამ 7,9 მილიონი ფრთა შედგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
2024 წელს ხორცის წარმოებამ 83,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 6,4%-ით მეტია.
„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოება 2,3%-ით შემცირდა და 570,7 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, კვერცხის წარმოება 0,04%-ით გაიზარდა (653,4 მლნ).
პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი და იმპორტი
2024 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 104,9 ათასი სული შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 39,5%-ით ნაკლებია. ამავე დროს, იმპორტი შემცირდა 38,8%-ით და 24,9 ათასი სული შეადგინა.
საქართველოდან შინაური ფრინველის ექსპორტმა 8,4 მლნ ფრთა შეადგინა (-45,3%), იმპორტმა - 8 მლნ ფრთა (-15,8%).
2024 წელს ღორის იმპორტი 16,2%-ით გაიზარდა და 183 ათას სულს გაუტოლდა. გასულ წელს ღორის ექსპორტი არ განხორციელებულა.