https://sputnik-georgia.com/20250217/iousticiis-ministris-kidev-erti-moadgile-hyavs-292154156.html
საქართველოს იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს
Sputnik საქართველო
ამ დრომდე მინისტრ ანრი ოხანაშვილს ოთხი მოადგილე ჰყავდა. 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T18:02+0400
2025-02-17T18:02+0400
2025-02-17T18:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097882_0:75:1500:919_1920x0_80_0_0_53fcef9973f4904f4eb1521832bb52a6.jpg
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.გიორგი დგებუაძე სამართლის დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.დგებუაძე იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტისა და ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კვლევით პროექტებში.იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მოწვეული სპეციალისტი.ამ დრომდე ანრი ოხანაშვილს ოთხი მოადგილე ჰყავდა.წყარო - იუსტიციის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097882_87:0:1412:994_1920x0_80_0_0_ac2408062faa839d3b114f5a7c5ca253.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს
ამ დრომდე მინისტრ ანრი ოხანაშვილს ოთხი მოადგილე ჰყავდა.
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი დგებუაძე სამართლის დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
დგებუაძე იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტისა და ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კვლევით პროექტებში.
იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მოწვეული სპეციალისტი.
ამ დრომდე ანრი ოხანაშვილს ოთხი მოადგილე ჰყავდა.