https://sputnik-georgia.com/20250217/gazmomaragebis-avariulad-gatisvis-sakitxze-semeksi-tbilisi-enerjis-mosmena-gaimarta-292154545.html
გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში „თბილისი ენერჯის" მოსმენა გაიმართა
გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში „თბილისი ენერჯის" მოსმენა გაიმართა
Sputnik საქართველო
კომისია გადაწყვეტილებას საკითხის სრულად შესწავლის შემდეგ მიიღებს. 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T20:22+0400
2025-02-17T20:22+0400
2025-02-17T20:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
სემეკი
თბილისი-ენერჯი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24814/53/248145300_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_f5037f4015aeb625eb8ad61efb9aa935.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ცენტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო აბონენტების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (GNERC) დღეს კომპანია Tbilisi Energy-ის პირველი საჯარო მოსმენა გაიმართა. თბილისის ორი ცენტრალური უბნის - ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. გაზმომარაგების აღდგენა 10 თებერვალს დღისით დაიწყო. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. საჯარო მოსმენაზე "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელმა ისაუბრა, როგორც ავარიის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე, ასევე კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისას უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული. კომისიისა და ენერგოომბუდსმენის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კომისია გადაწყვეტილებას საკითხის სრულად შესწავლის შემდეგ მიიღებს. ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება. წყარო - სემეკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24814/53/248145300_58:0:943:664_1920x0_80_0_0_3488fcd8f70be93b312ef2a167bf980b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, სემეკი, თბილისი-ენერჯი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, სემეკი, თბილისი-ენერჯი
გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში „თბილისი ენერჯის" მოსმენა გაიმართა
კომისია გადაწყვეტილებას საკითხის სრულად შესწავლის შემდეგ მიიღებს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ცენტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო აბონენტების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (GNERC) დღეს კომპანია Tbilisi Energy-ის პირველი საჯარო მოსმენა გაიმართა.
თბილისის ორი ცენტრალური უბნის - ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება 9 თებერვლის 22:00 საათისთვის შეუწყდა - 150 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. Tbilisi Energy-ის ცნობით, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, ჯერჯერობით, დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა. გაზმომარაგების აღდგენა 10 თებერვალს დღისით დაიწყო. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
საჯარო მოსმენაზე "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელმა ისაუბრა, როგორც ავარიის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე, ასევე კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისას უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.
კომისიისა და ენერგოომბუდსმენის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიას დაევალა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომისიაში დეტალური ინფორმაციის წერილობით წარმოდგენა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კომისია გადაწყვეტილებას საკითხის სრულად შესწავლის შემდეგ მიიღებს.
ცენტრალური გაზსადენის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება.