https://sputnik-georgia.com/20250217/batumsi-tragikulad-darupuli-bavsvebi-dres-dakrzales-292154004.html
ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვები დღეს დაკრძალეს
ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვები დღეს დაკრძალეს
Sputnik საქართველო
ბათუმში 15 თებერვალს „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ორი ბავშვი დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს. 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T17:14+0400
2025-02-17T17:14+0400
2025-02-17T17:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ბათუმში დაღუპული ბავშვები დღეს დაკრძალეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.ტრაგედია 15 თებერვალს გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირის N188-ის მიმდებარედ, „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს. არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა მიუსამძიმრეს.ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ორი მოზარდი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე კი ირწმუნებოდა, რომ ბინების მშენებლობა ტერიტორიაზე ჯერ არ მიმდინარეობდა.იმავეს აცხადებდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძეც, მისი თქმით, ადგილზე სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აშენებულია, ამ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე კორპუსის, სკოლის, საბავშვო ბაღის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აშენება იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვები დღეს დაკრძალეს
ბათუმში 15 თებერვალს „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ორი ბავშვი დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს.
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ბათუმში დაღუპული ბავშვები დღეს დაკრძალეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტრაგედია 15 თებერვალს გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირის N188-ის მიმდებარედ, „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს. არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა მიუსამძიმრეს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ორი მოზარდი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე კი ირწმუნებოდა, რომ ბინების მშენებლობა ტერიტორიაზე ჯერ არ მიმდინარეობდა.
იმავეს აცხადებდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძეც, მისი თქმით, ადგილზე სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.
ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აშენებულია, ამ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე კორპუსის, სკოლის, საბავშვო ბაღის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აშენება იგეგმება.