https://sputnik-georgia.com/20250216/tragedia-ocnebis-qalaqsi-saxalxo-damcveli-samartaldamcvelebs-mimartavs-292139626.html
ომბუდსმენი: სახელმწიფო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას
ომბუდსმენი: სახელმწიფო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას
Sputnik საქართველო
ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევა, რა დროსაც ორი მცირეწლოვანი დაიღუპა, კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ... 16.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-16T18:22+0400
2025-02-16T18:22+0400
2025-02-16T21:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს სახალხო დამცველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და მომხდარის სწრაფი და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ტრაგედია გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ , „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს. არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ტრაგედიის მიზეზი მშენებლობაა, სადაც უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან , რომ იქ მშენებლობა ჯერჯერობით არ იყო დაწყებული, მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს: უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; ასევე შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს სახალხო დამცველი
ომბუდსმენი: სახელმწიფო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას
18:22 16.02.2025 (განახლებულია: 21:17 16.02.2025) ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევა, რა დროსაც ორი მცირეწლოვანი დაიღუპა, კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, აღნიშნა სახალხო დამცველმა
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და მომხდარის სწრაფი და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ტრაგედია გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ , „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს. არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ტრაგედიის მიზეზი მშენებლობაა, სადაც უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან , რომ იქ მშენებლობა ჯერჯერობით არ იყო დაწყებული, მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.
„ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი”, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს: უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; ასევე შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.
ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.