https://sputnik-georgia.com/20250216/ramdeni-gamoimusava-saqartvelom-lokokinebis-eqsportze-axali-informacia-292134763.html
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ლოკოკინების ექსპორტზე - ახალი ინფორმაცია
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ლოკოკინების ექსპორტზე - ახალი ინფორმაცია
Sputnik საქართველო
ქართული ლოკოკინების მთავარი მომხმარებელი საფრანგეთია 16.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-16T09:58+0400
2025-02-16T09:58+0400
2025-02-16T09:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_0:179:1000:742_1920x0_80_0_0_b7cd748cae5f8699f91b4a39cbd0eb0f.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველომ 2024 წელს 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების ლოკოკინები გაიტანა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.მთლიანობაში, გასულ წელს ქვეყანამ 268 ტონა ლოკოკინა გაიტანა საზღვარგარეთ. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 151 ტონა იყო, ხოლო ღირებულებამ 1.299.730 აშშ დოლარი შეადგინა.ქართული ლოკოკინების მთავარი მომხმარებელი საფრანგეთია, სადაც 2024 წელს 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების 158 ტონა ლოკოკინის ექსპორტი განხორციელდა.მეორე ადგილზე თურქეთია, სადაც 109,5 ათას დოლარის ღირებულების 88 ტონა ლოკოკინა გაიგზავნა. მესამე ადგილი ნამიბიამ დაიკავა, სადაც საქართველომ 64,8 ათასი დოლარის ღირებულების 18 ტონა ლოკოკინა გაიტანა.მეოთხე ადგილზე იტალიაა – ამ ქვეყანაში 15,3 ათასი დოლარის ღირებულების 4 ათას ტონამდე ქართული ლოკოკინა გაიგზავნა.ლოკოკინების წარმოება ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი სფეროა – ერთი ჰექტარიდან შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ევროა.საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებსაც 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტის უფლება აქვთ. სიაში საქართველოს შეყვანას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის ღონისძიებები.რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს საქართველოში 89.710 აშშ დოლარის ლოკოკინა შემოიტანეს, 2023 წელს - 247.650 აშშ დოლარის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_11:0:1000:742_1920x0_80_0_0_1c6b17e1a216c8bedaa3ad93d3f4ec8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქსტატი
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ლოკოკინების ექსპორტზე - ახალი ინფორმაცია
ქართული ლოკოკინების მთავარი მომხმარებელი საფრანგეთია
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველომ 2024 წელს 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების ლოკოკინები გაიტანა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
მთლიანობაში, გასულ წელს ქვეყანამ 268 ტონა ლოკოკინა გაიტანა საზღვარგარეთ. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 151 ტონა იყო, ხოლო ღირებულებამ 1.299.730 აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული ლოკოკინების მთავარი მომხმარებელი საფრანგეთია, სადაც 2024 წელს 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების 158 ტონა ლოკოკინის ექსპორტი განხორციელდა.
მეორე ადგილზე თურქეთია, სადაც 109,5 ათას დოლარის ღირებულების 88 ტონა ლოკოკინა გაიგზავნა. მესამე ადგილი ნამიბიამ დაიკავა, სადაც საქართველომ 64,8 ათასი დოლარის ღირებულების 18 ტონა ლოკოკინა გაიტანა.
მეოთხე ადგილზე იტალიაა – ამ ქვეყანაში 15,3 ათასი დოლარის ღირებულების 4 ათას ტონამდე ქართული ლოკოკინა გაიგზავნა.
ლოკოკინების წარმოება ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი სფეროა – ერთი ჰექტარიდან შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ევროა.
საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებსაც 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტის უფლება აქვთ. სიაში საქართველოს შეყვანას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის ღონისძიებები.
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს საქართველოში 89.710 აშშ დოლარის ლოკოკინა შემოიტანეს, 2023 წელს - 247.650 აშშ დოლარის.