მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი და რუბიო პუტინის და ტრამპის შეხვედრის მომზადების მიზნით კონტაქტებზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Maxim Blinovრუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2025
გამოწერა
მიღწეულია შეთანხმება ტრამპის და პუტინის შეხვედრის მომზადებისთვის დიალოგის დაწყებაზე
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეთანხმდნენ რეგულარულ კონტაქტებზე, მათ შორის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მომზადებაზე, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკული მხარის ინიციატივით, რუბიომ ლავროვს დაურეკა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდგომ, რომელიც 12 თებერვალს შედგა.
„საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ კომუნიკაციის არხის შენარჩუნებაზე რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.
მსგავს პრობლემებს შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაასახელა ცალმხრივი ბარიერები, რომლებიც რუსეთს აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ დაუწესა.
ლავროვმა და რუბიომ ასევე გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ისეთ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის კონფლიქის დარეგულირება, პალესტინის კონფლიქტი, ვითარება ახლო აღმოსავლეთში და სხვ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ამერიკის ტერიტორიაზე რუსეთის დიპლომატიური მისიების მუშაობის პირობების შემსუბუქებას, რაც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გართულდა, დასძინა ზახაროვამ.
„დადგინდა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ექსპერტთა შეხვედრის ორგანიზება, რათა შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო მისიების მუშაობაში დაბრკოლებების ორმხრივად აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლავროვი და რუბიო შეთანხმდნენ შემდგომ რეგულარულ კონტაქტებზე, მათ შორის უმაღლესი რანგის რუსულ-ამერიკული შეხვედრის მომზადებაზე.
12 თებერვალს რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც განიხილეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები. კრემლის ცნობით, ტრამპი საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულებასა და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ემხრობა.
პუტინმა, თავის მხრივ, ისაუბრა კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობაზე და დაეთანხმა ტრამპს, რომ გრძელვადიანი დარეგულირების მიღწევა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, აღნიშნა რუსეთის ლიდერის პრესსამსახურმა.
ყველა ახალი ამბავი
0