https://sputnik-georgia.com/20250216/evropa-garbi-saqartvelo-espaneti-daamarcxa-292141480.html
ევროპა-რაგბი: საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
ევროპა-რაგბი: საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
Sputnik საქართველო
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება. 16.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-16T21:29+0400
2025-02-16T21:29+0400
2025-02-16T21:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/10/292140052_0:113:2049:1265_1920x0_80_0_0_94cce9a97bf65fec7e4312e5116bd977.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, მადრიდში ესპანეთის ნაკრები ბონუსქულით, 62:32 დაამარცხა.ეს საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების 25-ე მატჩია: ბორჯღალოსნებს აქვთ 21 მოგება, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ესპანელებმა კი სულ სამჯერ მოიგეს.ქართველებმა მეტოქეს 10 ლელო დაუდეს. ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.ევროპის ჩემპიონატის დასაწყისში საქართველომ შვეიცარიის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რეკორდი -110:0 დაამყარა. შემდეგ ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს მოუგეს – 40:7.ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება. ნახევარფინალური მატჩი 1 ან 2 მარტს თბილისში გაიმართება.მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატი ასევე არის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ოთხი საუკეთესო ევროპული გუნდი ავსტრალიაში პირდაპირ საგზურს მოიპოვებს. საქართველომ, ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილი უკვე გაინაღდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/10/292140052_0:0:2049:1537_1920x0_80_0_0_04464a1200916095e7e6c483038bd84f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ევროპა-რაგბი: საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, მადრიდში ესპანეთის ნაკრები ბონუსქულით, 62:32 დაამარცხა.
ეს საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების 25-ე მატჩია: ბორჯღალოსნებს აქვთ 21 მოგება, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ესპანელებმა კი სულ სამჯერ მოიგეს.
ქართველებმა მეტოქეს 10 ლელო დაუდეს. ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის დასაწყისში საქართველომ შვეიცარიის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რეკორდი -110:0 დაამყარა. შემდეგ ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს მოუგეს – 40:7.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება. ნახევარფინალური მატჩი 1 ან 2 მარტს თბილისში გაიმართება.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატი ასევე არის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ოთხი საუკეთესო ევროპული გუნდი ავსტრალიაში პირდაპირ საგზურს მოიპოვებს. საქართველომ, ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილი უკვე გაინაღდა.