საქართველოს თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს

© photo: Sputnik / Stringerქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2025
გამოწერა
პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.
სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები კაპიტან გოჩა ფსუტურს, ლეიტენანტ მიხეილ კანდელაკს, უფროს სერჟანტ სილოვან წკრიალაშვილს, უმცროს სერჟანტ გიორგი ავანაშვილსა და კაპრალ რატი გავარდაშვილს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გადასცეს.
სამინისტროს ინფორმაციით, საუკეთესო სამხედროებს კვარტალში ერთხელ სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდში მუშაობის უნარის მიხედვით არჩევენ.
პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
ყველა ახალი ამბავი
0