https://sputnik-georgia.com/20250215/saqartvelo-sua-derefansi-meti-tvirtis-gatarebas-sezlebs-ekonomikis-saministro-292133044.html
საქართველო შუა დერეფანში მეტი ტვირთის გატარებას შეძლებს - ეკონომიკის სამინისტრო
საქართველო შუა დერეფანში მეტი ტვირთის გატარებას შეძლებს - ეკონომიკის სამინისტრო
Sputnik საქართველო
2025 წელს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაა მოსალოდნელი და პიკური ტვირთბრუნვის პირობებში ქვეყანა გამოწვევებს მზად დახვდება, ამტკიცებს მინისტრის მოადგილე 15.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-15T18:16+0400
2025-02-15T18:16+0400
2025-02-15T18:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:103:1280:823_1920x0_80_0_0_987861f629b3d3fcf5d86f7198d10eed.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გავლით შუა დერეფნის გამტარუნარიანობა წლის ბოლომდე 27-დან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურაშვილმა.„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.მისივე ინფორმაციით, 2025 წელს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაა მოსალოდნელი და პიკური ტვირთბრუნვის პირობებში ქვეყანა გამოწვევებს მზად დახვდება.„პიკური ტვირთბრუნვის პირობებში ქვეყანა მზად დახვდება გამოწვევებს. ამის წინაპირობაა ის, რომ საქართველომ 2022 წელს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან ერთად ხელი მოაწერა 5-წლიანი განვითარების საგზაო რუკას, სადაც წლების მიხედვით არის გაწერილი ის პროექტები და ვიწრო ადგილების აღმოფხვრის ღონისძიებები“, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.საქართველომ ტვირთბრუნვის გასაზრდელად პრაქტიკულად დაასრულა აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის გაფართოება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის „მარაბდა-კარწახის" 180 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა.შუა დერეფანი„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ისევე ანაკლიაში ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ad1b9254a8b1faf856dba1f8d1e00cf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო შუა დერეფანში მეტი ტვირთის გატარებას შეძლებს - ეკონომიკის სამინისტრო
2025 წელს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაა მოსალოდნელი და პიკური ტვირთბრუნვის პირობებში ქვეყანა გამოწვევებს მზად დახვდება, ამტკიცებს მინისტრის მოადგილე
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გავლით შუა დერეფნის გამტარუნარიანობა წლის ბოლომდე 27-დან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურაშვილმა.
„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც წელს დასრულდება და გამტარუნარიანობა 27-დან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება“, - განაცხადა გურაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 2025 წელს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაა მოსალოდნელი და პიკური ტვირთბრუნვის პირობებში ქვეყანა გამოწვევებს მზად დახვდება.
„პიკური ტვირთბრუნვის პირობებში ქვეყანა მზად დახვდება გამოწვევებს. ამის წინაპირობაა ის, რომ საქართველომ 2022 წელს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან ერთად ხელი მოაწერა 5-წლიანი განვითარების საგზაო რუკას, სადაც წლების მიხედვით არის გაწერილი ის პროექტები და ვიწრო ადგილების აღმოფხვრის ღონისძიებები“, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.
საქართველომ ტვირთბრუნვის გასაზრდელად პრაქტიკულად დაასრულა აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის გაფართოება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის „მარაბდა-კარწახის" 180 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ისევე ანაკლიაში ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი.