საპატრიარქო მორიგი საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღებას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში
საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2025
გამოწერა
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ჩვილთა რიგით 71-ე საყოველთაო ნათლობაზე რეგისტრაცია იწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ამჟამად პატრიარქს 48,5 ათასი ნათლული ჰყავს.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ყველა ახალი ამბავი
0