https://sputnik-georgia.com/20250215/ruseti-saqartvelostvis-sawvavis-umsxviles-importiorad-rceva-292130587.html
რუსეთი საქართველოსთვის საწვავის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება
რუსეთი საქართველოსთვის საწვავის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება
Sputnik საქართველო
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის, რაც ბაზრის... 15.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-15T13:51+0400
2025-02-15T13:51+0400
2025-02-15T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_49378135e3abc17f39617421e99de20f.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველომ 2024 წელს საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განახორციელა რუსეთის ფედერაციიდან - მთლიანი იმპორტის წილის 54%, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ანგარიშში.კონკურენციისა სააგენტო 2024 წელს, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.ანგარიშის მიხედვით, მთავარი იმპორტიორების სამეულში ასევე არიან ბულგარეთი - 16,7% და რუმინეთი - 14,7%.ამასთან დაკავშირებით უწყებაში აღნიშნეს, რომ გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი შემცირდა, ხოლო ევროპული საწვავის წილი გაიზარდა.ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ 1,7 მლნ ლიტრი 2,8 მლრდ ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ლიტრი) 8,2%-ით აღემატება.ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 959 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში შეადგინა 44%, 5 იმპორტიორის - 62%.ანგარიშის თანახმად, ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით.რაც შეეხება ბაზრის საცალო დონეს, 2024 წელს 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვნებელი 1190 ერთეულს შეადგენდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 5 მსხვილი კომპანიის წილი შეადგენდა 67,1%-ს (500 ავტოგასამართი სადგური).ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვნებელი - ეს არის ბაზრის კონცენტრაციის დონის მაჩვენებელი, რომელიც ეკონომიკის ცალკეულ დარგსა ან სექტორში კონკურენციის დონის შეფასებისთვის გამოყენება.საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.საწვავის ფასებიბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასს აყალიბებს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა - საბაჟო ფასი, აქციზი, დღგ, საოპერაციო ხარჯები და ფასნამატი.საცალო ფასების მიმართულებით, 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, ამავე წლის იანვარი-თებერვლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, გაიზარდა საცალო ფასებიც.ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა, ამავე წლის მარტი-ივნისის პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის პარალელურად, საცალო ფასების შემცირება მოხდა 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, რაც სააგენტოს პოზიციით შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც დაგვიანებული ასახვა.სააგენტო ბენზინისა და დიზელის ბაზარს, გამომდინარე მისი მოცულობიდან და გავლენიდან სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის ლოგისტიკურ პროცესებზე, განიხილავს სტრატეგიულ ბაზრად.ბაზრის მონიტორინგი უწყვეტად ხორციელდება, რაც პრევენციულ ეფექტთან ერთად, მიზნად ისახავს უწყვეტ რეჟიმში დაკვირვების შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_04a425207e0e9d5952dc75dc3ebb511d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
რუსეთი საქართველოსთვის საწვავის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის, რაც ბაზრის ნახევარს შეადგენს
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველომ 2024 წელს საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განახორციელა რუსეთის ფედერაციიდან - მთლიანი იმპორტის წილის 54%, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ანგარიშში.
კონკურენციისა სააგენტო 2024 წელს, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, მთავარი იმპორტიორების სამეულში ასევე არიან ბულგარეთი - 16,7% და რუმინეთი - 14,7%.
ამასთან დაკავშირებით უწყებაში აღნიშნეს, რომ გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი შემცირდა, ხოლო ევროპული საწვავის წილი გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ 1,7 მლნ ლიტრი 2,8 მლრდ ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ლიტრი) 8,2%-ით აღემატება.
ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 959 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში შეადგინა 44%, 5 იმპორტიორის - 62%.
ანგარიშის თანახმად, ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით.
რაც შეეხება ბაზრის საცალო დონეს, 2024 წელს 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვნებელი 1190 ერთეულს შეადგენდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 5 მსხვილი კომპანიის წილი შეადგენდა 67,1%-ს (500 ავტოგასამართი სადგური).
ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვნებელი - ეს არის ბაზრის კონცენტრაციის დონის მაჩვენებელი, რომელიც ეკონომიკის ცალკეულ დარგსა ან სექტორში კონკურენციის დონის შეფასებისთვის გამოყენება.
„როგორც მოქმედი ავტოგასამართი სადგურების, ასევე HHI ინდექსის და მსხვილი კომპანიების საბაზრო წილების შემთხვევაში, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს - ბენზინისა და დიზელის შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე არსებითი ცვლილებები არ ფიქსირდება“, - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასს აყალიბებს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა - საბაჟო ფასი, აქციზი, დღგ, საოპერაციო ხარჯები და ფასნამატი.
საცალო ფასების მიმართულებით, 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, ამავე წლის იანვარი-თებერვლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, გაიზარდა საცალო ფასებიც.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა, ამავე წლის მარტი-ივნისის პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის პარალელურად, საცალო ფასების შემცირება მოხდა 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, რაც სააგენტოს პოზიციით შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც დაგვიანებული ასახვა.
სააგენტო ბენზინისა და დიზელის ბაზარს, გამომდინარე მისი მოცულობიდან და გავლენიდან სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის ლოგისტიკურ პროცესებზე, განიხილავს სტრატეგიულ ბაზრად.
ბაზრის მონიტორინგი უწყვეტად ხორციელდება, რაც პრევენციულ ეფექტთან ერთად, მიზნად ისახავს უწყვეტ რეჟიმში დაკვირვების შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას.