ჯარში, როგორც სამსახურში - საქართველოში სამხედროებს ახალი წესები დაუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 2022 წლის 26 მაისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 2022 წლის 26 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2025
გამოწერა
სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვის სფეროს მუშაკებს 8-საათიანი სამუშაო დღე და ერთსაათიანი შესვენება განესაზღვრათ.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და თანამშრომლები იმსახურებენ მკაცრი განრიგით, ისარგებლებენ შესვენებისა და შვებულების უფლებით, შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მოაწერა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვის სფეროს მუშაკებს განესაზღვრათ 8-საათიანი სამუშაო დღე და ერთსაათიანი შესვენება.
მოსამსახურე, რომელსაც ჰყავს თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვი, შეიძლება სამსახურში გამოცხადდეს სამუშაო დროის დაწყებიდან არაუმეტეს საათნახევრის დაგვიანებით, თუ ქვედანაყოფის სამუშაო დრო იწყება 08:00 საათზე, და არაუმეტეს ნახევარი საათის დაგვიანებით, თუ ქვედანაყოფის სამუშაო დრო იწყება 09:00 საათზე.
მათთვის ასევე იმოქმედებს ხუთდღიანი სამუშაო კვირა და არასამუშაო საათებში სამხედრო მოსამსახურეების და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გამოძახება მოხდება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების დროს, სწავლების პერიოდში, საბრძოლო მომზადების უზრუნველსაყოფად და მორიგეობებზე.
გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეებს მიეცათ უფლება, წერილობითი ფორმით მოითხოვონ წასვლა დროებით დათხოვნაში ან შვებულებაში. სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს მათ წინასწარ უნდა გააფრთხილონ ამის შესახებ სარდლობას, რათა ინფორმაცია სამხედრო პოლიციას გადაეცეს.
ახალი ნორმები რეგულარულ და სარეზერვო სამხედრო სამსხურსაც შეეხო. წვევამდელების მსახურებისთვის, ასევე მათი შვებულება და უქმეები რეგულირდება სპეციალური ბრძანებით, თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0