მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თუ შეთანხმება შევძელით - აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი რუსეთთან შესაძლო გადატვირთვის შესახებ

© photo: Sputnik / Alexey Maiyshevმთავრობის სახლი მოსკოვში
მთავრობის სახლი მოსკოვში  - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2025
გამოწერა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა არ გამორიცხა, რომ გაჩნდება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის შესაძლებლობა, თუ ისინი მოახერხებენ მოსკოვის დარწმუნებას უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. უკრაინის კონფლიქტის საკითხზე წარმატებული შეთანხმება შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა გახდეს, მიიჩნევს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი, რომ ის უფრო მეტს მიაღწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიდრე კონფლიქტის გაგრძელებით, განაცხადა ვენსმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში.
„ვენსმა შესთავაზა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინის საკითხზე წარმატებული შეთანხმების შემთხვევაში“, - იუწყება „რია-ნოვოსტი“.
როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმრ პუტინი და რუსეთი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ეს არის თანმიმდევრული პოზიცია და ეს კარგად არის ცნობილი მთელ მსოფლიოში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული მხარე ღიაა დიალოგისთვის უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე და ემხრობა „კრიზისის მართლაც სამართლიან, ყოვლისმომცველ და საბოლოო მოგვარებას, რაც მხოლოდ მისი თავდაპირველი მიზეზების აღმოფხვრის შედეგად არის მიღწევადი".
ყველა ახალი ამბავი
0